ლარი კიდევ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა.

დოლართან მიმართებაში საქართველოს ეროვნული ვალუტა მცირედით ისევ გაუფასურდა. უფრო კონკრეტულად, ხვალიდან, 27 იანვრიდან 1 დოლარის ოფიციალური ფასი 1,9962 ლარი იქნება. ეროვნული ბანკის მიერ 24 იანვარს დადგენილი კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 1.9935 ლარს შეადგენდა.