”მარშალის გეგმა” ებოლათი დაზარალებულთათვის

ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam დასავლეთის ქვეყნებს ე.წ. ”მარშალის გეგმის” ამოქმედებას სთავაზობს, რათა დახმარება გაუწიონ დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოებს, რომლებიც ებოლას ვირუსის შედეგად დაზარალდნენ.

კომპანია Oxfam-ის თავმჯდომარე მარკ გოლდინგი აცხადებს, რომ სამყარო ”ძალიან გვიან მოეგო გონს ვირუსთან საბრძოლველად, ამიტომ მიუტევებელი იქნებოდა არ გაგვეწია დახმარება დაზარალებული ადამიანებისთვის”.

ორგანიზაცია მოუწოდებს ჩატარდეს კონფერენცია თანხის შესაგროვებლად. შეგახსენებთ, რომ ებოლას ეპიდემიამ, რომელიც გასული წლის თებერვალში დაიწყო, თითქმის 9 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თუმცა, საერთაშიროსო დახმარების შედეგად, მისი კონტროლი მოხერხდა.