ლარი კიდევ გაუფასურდა

ლარი გაუფასურებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალიდან, 29 იანვრიდან 1 დოლარის შეძენა 2,0311 ლარად იქნება შესაძლებელი. ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.0144-ს შეადგენდა.