ჯონ ქერი 50 დოლარით დააჯარიმეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ბოსტონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 50 დოლარით დააჯარიმა, რადგან საკუთარი სახლის წინ ტერიტორია თოვლისგან არ გაწმინდა.

"ჰაფინგტონ პოსტის" ინფორმაციით, აშშ-ში დიდთოვლობის დროს ჯონ ქერი საუდის არაბეთში, პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან ერთად იმყოფებოდა. ჯონ ქერის პრესსპიკერის გლენ ჯონსონის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უახლოეს ხანებში გადაიხდის ჯარიმას. აშშ-ში დიდთოვლობა ბოლო რამდენიმე დღეა გრძელდება.