უკრაინა მსოფლიო ბანკისგან 2 მილიარდ დოლარს მიიღებს

უკრაინა, წელს მსოფლიო ბანკისგან 2 მილიარდ დოლარს მიიღებს.

"უნიანის" ცნობით, აღნიშნული თანხა სოციალურ პროექტებს, ენერგოსექტორისა და საბანკო სექტორის რეფორმირებას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას მოხმარდება.

"მსოფლიო ბანკი მზადაა უკრაინას 2 მილიარდი დოლარი გადაურიცხოს. 2015 წელს ეს ქვეყანა ბევრი ეკონომიკური, ფინანსური და გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას. ამიტომაც უკრაინისათვის ეს დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, ჯიმ ენ კიმმა.

მსოფლიო ბანკი უკრაინის ერთ-ერთი მთავარი კრედიტორია.