სამი გადაწყვეტილება, რომელიც თქვენს ფინანსურ ცხოვრებას შეცვლის

"ემოციები განსაზღვრავენ თქვენს ცხოვრებას. ისწავლეთ მათი მართვა გაცნობიერებულად და გონიერად"

ტონი რობინსი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ლაიფ-ტრენერია. ის მართლაც ლეგენდარული ფიგურაა. სხვადასხვა წლებში ტონი კონსულტაციებს უწევდა პლანეტის ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენებს და აშშ-ის რამდენიმე პრეზიდენტთანაც კი მუშაობდა.

ცოტა ხნის წინ ონლაინ-ჟურნალში Entrepreneur ტონი რობინსმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც მოგვითხრობს სამ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება შეცვალოს.

„არაფერია იმაზე საშინელი, იყო მდიდარი და ქრონიკულად უბედური და ბოროტი ადამიანი. ამისთვის არ არსებობს არავითარი გამართლება. მიუხედავად ამისა,  ყოველდღე ვხედავ  წარმატებულ და მუდმივად მოწუწუნე, უკმაყოფილო ხალხს. ეს შედეგია არაბალანსირებული ცხოვრების, ზედმეტად მაღალი მოლოდინების და არანაირი სურვილის - გახარებდეს ის, რაც უკვე გაქვს. მადლიერების გარეშე თქვენ ვერასდროს იქნებით ცხოვრებით კმაყოფილი. რა ფასი ექნება ცხოვრებას, თუ თქვენს ცხოვრებაში არის სამსახური და უკმაყოფილება? ამ 40 წლის განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ადამიანებმა უნდა მიიღონ სამი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლებიც განსაზღვრავენ მათი ცხოვრების ხარისხს. თუ თქვენ ღებულობთ მათ ქვეცნობიერად, მაშინ როგორც ადამიანების უმრავლესობა, თქვენ იქნებით უბედური - არ გექნებათ საჭირო ფიზიკური ფორმა, არასოდეს გეყოფათ ფული, პირად ცხოვრებაში კი სრული ქაოსი დაისადგურებს. ხოლო თუ თქვენ გააცნობიერებთ ამ გადაწყვეტილებებს, ეს ძირფესვიანად შეცვლის თქვენს ცხოვრებას დღეიდანაც კი.

გადაწყვეტილება N 1: საფუძვლიანად აირჩიეთ, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. დროის ნებისმიერ მონაკვეთში მილიონობით რაღაც ცდილობს თქვენი ყურადღების მიპყრობას. თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ ყურადღების ფოკუსირება ამჟამად, აქ, ამ მომენტში ან იმაზე, თუ რა გინდათ მომავალში ან თქვენს წარსულზე.

თქვენი ყურადღების ფოკუსის მიმართვა ცვლის თქვენი ორგანიზმის ენერგიის მიმართულებას. ის, რასაც აქცევთ ყურადღებას, ქმნის თქვენი სამყაროს სურათს და შედეგად თქვენს ცხოვრებას.

რითია თქვენი ფიქრები დაკავებული -  რა გაქვთ ამჟამად, თუ რა არ გყოფნით?

ფულის უკმარისობაზე მუდმივი წუწუნის ნაცვლად, სჯობს მიიღოთ ის აზრი, რომ ბევრი კარგი რამ გაგაჩნიათ.

თქვენ შეგიძლიათ იყოთ მადლიერი იმიტომ, რომ ხართ ჯანმრთელი, გყავთ ოჯახი, მეგობრები, გაქვთ გონება და შესაძლებლობები.

გამოიმუშავეთ ჩვევა დააფასოთ ის, რაც უკვე გაქვთ. ეს დაგეხმარებათ გახვიდეთ ემოციური კეთიდღეობის დონეზე.

აი თქვენი ქცევის მეორე ნიმუში - თქვენ მეტ ყურადღებას უთმობთ იმას, რისი მართვაც შეგიძლიათ? თუ იმას, რაც თქვენს ძალებს აღემატება? - აქცენტის იმაზე გადატანით, რისი კონტროლირებაც არ შეგიძლიათ, სტრესი თქვენი ცხოვრების თანამგზავრი გახდება. უფრო ეფექტურია მიიღოთ სიტუაცია, რომ არსებობს ბევრი რამ, რისი მართვაც თქვენ არ შეგიძლიათ და შეეცადოთ, გააუმჯობესოთ ის, რაზეც მუშაობთ.

გადაწყვეტილება 2: გამოიკვლიეთ რას ნიშნავს ყველაფერი ეს.

თქვენი ფინანსური მდგომარეობა და ცხოვრების სხვადასხვა მოვლენები არ არიან კავშირში იმასთან, თუ როგორ გრძნობთ თავს. ცხოვრების ხარისხი თქვენი მისდამი დამოკიდებულების შედეგია და არა იმის - რა გამოგდით და რა - არა.

შეიძლება ვერ აცნობიერებთ, რამდენად ძლიერად მოქმედებს ცხოვრებაზე თქვენი ქვეცნობიერი. დაფიქრდით, როგორ ღებულობთ სერიოზულ უსიამოვნებებს: საგზაო შემთხვევა, ავადმყოფობა, სამსახურის დაკარგვა? პირველი აზრი, რაც მოგდით -  ეს დასასრულია თუ დასაწყისია?

ადამიანი, რომელიც დაკავებულია თქვენი კრიტიკით შეურაცხყოფას გაყენებთ თუ ზრუნავს თქვენზე?

ღმერთი გაძლევთ პრობლემებს თუ განსაცდელს, რომელიც გეხმარებათ გახდეთ უკეთესი და უფრო ძლიერი? ძალიან ხშირად არ შეგიძლიათ მოახდინოთ გავლენა იმაზე, რაც ხდება თქვენს ცხოვრებაში. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ თქვენს დამოკიდებულებაზე მომხდარისადმი. ემოციები განსაზღვრავენ თქვენს ცხოვრებას. ისწავლეთ მათი მართვა გაცნობიერებულად და გონიერად.

გადაწყვეტილება 3: რას გააკეთებთ?

თქვენი ქმედებები მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ თქვენს ემოციურ მდგომარეობას.

დამეთანხმებით, რომ სიბრაზისას თქვენი ქმედება და ქცევა ბევრად განსხვავდება მშვიდ მდგომარეობაში თქვენი ქმედებებისგან. გააკეთეთ ყველაფერი, რომ გააფართოვოთ თქვენი უფლებები და შესაძლებლობები. ორი ადამიანი განსხვავებულად რეაგირებს ერთსა და იმავე რთულ და უსიამოვნო სიტუაციაზე. ერთი უკან იხევს, მეორე კი წინ მიიწევს. ერთისთვის აღშფოთება გაღიზიანებაა, მეორესთვის კი გაბრაზება. ერთი ცდილობს, რაც შეიძლება ჩქარა დაივიწყოს წყენა, მეორე კი თავის ტვინს დააავადებს შურისძიებაზე ფიქრით. დაფიქრდით, როგორ იქცევით, როდესაც ნაწყენი, აღშფოთებული და გაბრაზებული ხართ ან თავს მარტოსულად გრძნობთ. დაფიქრდით ამ სამ საკითხზე -  პასუხები განსაზღვრავს თქვენი ცხოვრების ხარისხს",- წერს  ტონი რობინსი.

სანდრო გერლიანი