ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, სამი პირი: რუიალ ისაევი, ზამინ ბაირამოვი და შირხან ნამაზოვი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოში შემოიტანეს და რუსთავში მდებარე ავტობაზრობაზე მოქალაქეზე გაასაღეს ყალბი 1500 აშშ დოლარი. "დაკავებულებმა, ყალბი კუპიურები ერთ-ერთ მოქალაქეს ავტომობილის საფასურის სანაცვლოდ გადასცეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.