უკრაინამ "გაზპრომს" ბუნებრივი აირის საფასური უკვე გადაუხადა

უკრაინამ "გაზპრომს" ბუნებრივი აირის მიღების სანაცვლოდ 15 მილიონი დოლარი გადაურიცხა.

ამის შესახებ "როიტერი" რუსეთის ენერგეტიკის მინისტრზე, ალექსანდრ ნოვაკზე დაყრდნობით იუწყება. ნოვაკის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ მათ უკვე შეატყობინა თანხის გადარიცხვის შესახებ, თუმცა, თანხა რუსეთს ჯერ არ მიუღია. "გაზპრომმა" რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კიევს თვის ბოლოს გაზის მიწოდებას შეუწყვეტდა, ვინაიდან უკრაინულ მხარეს მარტის თვის გადასახადი წინასწარ არ ჰქონდა გადახდილი. თუმცა, ახლა უკრაინის მთავრობა იმედოვნებს, რომ "გაზპრომის" მიერ თანხის მიღების შემდეგ აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრება.