გერმანიამ საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

გერმანიის პარლამენტმა საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების 4 თვით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. ინფორმაციის თანახმად, ათენსა და ევროზონას შორის მიღწეული შეთანხმების რატიფიცირება ორგანიზაციის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა მოახდინოს, იმისათვის რომ ის ძალაში შევიდეს. ათენმა კი ფინანსური დახმარების გახანგრძლივების სანაცვლოდ ეკონომიკური რეფორმები უნდა გაატაროს, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს.

სამთავრობო გეგმების წინააღმდეგ მასობრივი აქციები ათენში გუშინ გაიმართა, რომელიც მოგვიანებით პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.