”ფორბსის” რეიტინგში რუსი მილიარდერების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო.
”ბი-ბი-სი”-ს ინფორმაციით, ამჯერად ჟურნალის რეიტინგში 88 რუსი მილიარდერი მოხვდა, რაც შარშანდელთან შედარებით 33-ით ნაკლებია. ყველაზე მდიდარი რუს მილიარდერებს შორის, ჟურნალის ვერსიით, ”ინტერროსის” ხელმძღვანელი ვლადიმერ პოტანინია. ის რეიტინგში მე-60 ადგილზეა, მისი ქონება კი 14,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
68-ე ადგილზე ”ალფა-ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ფრიდმანია 14,7 მილიარდი დოლარით. მესამე კი, უმდიდრეს რუსებს შორის USM Holdings-ს ძირითადი აქციონერი ალიშერ უსმანოვია 14,5 მილიარდით. გამოცემამ ის 71-ე ადგილზე განათავსა.
”ფორბსის” უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგის სათავეში კვლავაც ბილ გეითსია. ჟურნალის მონაცემებით, მისი ქონება 79,2 მილიარდი დოლარია.