სავალუტო ჯიხურებში ლარი-დოლარის კურსი 2,17 – 2,18 ლარია

სავალუტო ჯიხურებში აშშ დოლარის კურსი ლართან მიმართებაში 2,13 - 2,14 ლარის ფარგლებში მერყეობს.

კომერციულ ბანკებში კი ერთი დოლარის შეძენა დაახლოებით, 2,17 – 2,18 ლარად არის შესაძლებელი.

სავალუტო ჯიხურებში განსხვავებულ ტენდენციებზე საუბრობენ. ზოგან მომხმარებლის სიმცირეს უჩივიან, ზოგან კი დაბალ მოთხოვნას.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, 5 მარტიდან 1 დოლარის შეძენა 2.1078 ლარად არის შესაძლებელი, რაც შეეხება ევროს, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 1 ევრო 2.3443 ლარი ღირს.