ენდრიუ კარნეგი: განსაზღვრეთ, ზუსტად რამდენი ფული გინდათ, გქონდეთ

”არასდროს ავა მაღლა ის, ვინც არ აკეთებს იმას, რასაც ავალებენ. და ისიც, ვინც იმაზე მეტს არ აკეთებს, რასაც ეუბნებიან”

ამერიკელი მეწარმის, უმსხვილესი ფოლადის მწარმოებლის, მულტიმილიონერ ენდრიუ კარნეგის ქონება, თუ მას დღევანდელ კურსზე გადავითვლით, 300 მილიარდი დოლარი იქნებოდა. ”ფოლადის მეფემ”, როგორც ხშირად უწოდებენ ენდრიუ კარნეგის, მილიონები მომგებიანი ინვესტიციების წყალობით დააგროვა, თუმცა, არასდროს უქცევია ფული ცხოვრების მიზნად. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1919 წელს, მისი ქონების 90% ქველმოქმედებაზე დაიხარჯა.

ენდრიუ კარნეგი 1835 წელს დაიბადა შოტლანდიაში, მოგვიანებით კი ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. თავდაპირველად, საფეიქრო ფაბრიკის მეთვალყურედ მუშაობდა, მოგვიანებით კი იმავე ფაბრიკაში პროექტების რეგისტრატორი იყო, მერე - კურიერი. გავიდა ხანი და სატელეგრაფო კომპანიაში გადავიდა. მოგვიანებით ჰიტსბურგში დააარსა საკუთარი კომპანია  Charnegie steel company, რომელიც შემდეგ სხვა ფირმებსა და კომპანიებთან გაერთიანდა და შეიქმნა დიდი კომპანია U.S. steel. სიცოცხლეშივე ცნობილი იყო ქველმოქმედებით. მან დააფინანსა ნიუ-იორკში ცნობილი კარნეგი-ჰოლის მშენებლობა, განათლების სფეროში - კარნეგის კორპორაცია, კარნეგის ფონდი, კარნეგის ინსტიტუტი ვაშინგტონში.

ენდრიუ კარნეგის ციტატები წარმატებაზე:

1. აკეთე მეტი. დოღს ხომ ის ცხენი იგებს, რომელიც მეტოქეებს ერთი თავით გაასწრებს.

2. არასდროს ავა მაღლა ის, ვინც არ აკეთებს იმას, რასაც ავალებენ. და ისიც, ვინც იმაზე მეტს არ აკეთებს, რასაც ეუბნებიან.

3. განსაზღვრეთ, ზუსტად რამდენი ფული გინდათ, რომ გქონდეთ. საკმარისი არ არის თქვათ: ”მინდა, ბევრი ფული მქონდეს”. იყავით ზუსტი და კონკრეტული.

4. ასაკის მატებასთან ერთად ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას იმას, რას ამბობს ხალხი. მხოლოდ იმას ვუყურებ, რას აკეთებენ ისინი.

5. ახალგაზრდა ადამიანისთვის საუკეთესო მემკვიდრეობაა სიღატაკეში დაბადება. არავითარ უნარებსა და შესაძლებლობებს არა აქვს მნიშვნელობა, თუ ადამიანი შეძლებულია.

5. ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი თავის მოტივირება, საშუალო დონეს უნდა დასჯერდნენ, მიუხედავად იმისა, რა დიდი ნიჭიც უნდა ჰქონდეთ.

7. სიმდიდრის დაგროვება კერპთაყვანისმცემლობის ერთ-ერთი ცუდი სახეა. არც ერთი კერპის თაყვანისცემა არ არის ისეთი დამანგრეველი, როგორიც ფულის.

8. პირველს ერგება ლოკოკინა, მეორე კი ყოველთვის ნიჟარით კმაყოფილდება.

9. ნამდვილად წარმატებული ის არის, ვინც ერთი გზა აირჩია და მთელი ცხოვრება მასზე იარა.

10. სიმართლე, შრომისმოყვარეობა და კონცენტრაცია - აი, ჩემი დევიზი.