სტალინი ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეულში მოხვდა

ვინ უფრო მეტ ქონებას ფლობდა მონღოლი ჩინგიზ ყაენი თუ ამერიკელი ბიზნესმენი ჯონ როკფელერი? ერთი შეხედვით, მარტივი კითხვაა, თუმცა პასუხის გაცემა რთულია. გამოცემა "თაიმმა" არაერთი ეკონომისტისა და ისტორიკოსის გამოკითხვის საფუძველზე ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეული შეადგინა.

bpnპირველი ადგილი მალის იმპერიის ცნობილ მმართველს მუსა პირველს ერგო, რომელიც XIII-XIV საუკუნეებში მართავდა ქვეყანას.

იგი ყველა დროის ყველაზე მდიდარ ადამიანად არის მიჩნეული. "მუსა პირველი იმაზე მდიდარი იყო, ვიდრე ოდესმე ვინმეს წარმოუდგენია", - ასე აფასებენ მას ისტორიკოსები. დასავლეთაფრიკული სამეფო მალი იმ პერიოდში მსოფლიოში ოქროს ყველაზე მსხვილი მწარმოებელი იყო, რამაც მისი მმართველის სიმდიდრეც განაპირობა.

მეორე ადგილზე გავიდა ოქტავიანე ავგუსტუსი, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 63 წლიდან რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში იკავებდა რომის პირველი იმპერატორის სავარძელს. მის მაშინდელ ქონებას დღეს 4,6 ტრილიონ დოლარად აფასებენ. მესამე ადგილს კი ჩინეთის იმპერატორი შენცზუნმა იკავებს, რომელიც ქვეყანას მე-11 საუკუნეში მართავდა. ჩინელი იმპერატორი  მსოფლიო ეკონომიკური წარმოების 25-30 პროცენტს ფლობდა იმ პერიოდში. მას სიმდიდრით არ ჩამორჩებოდა მე-16 საუკუნის ინდოეთის იმპერატორი აქბარ პირველი, რომელიც ასევე მსოფლიო ეკონომიკური წარმოების 25 პროცენტის მფლობელი იყო.

ხუთეულში მოხვდა საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერი სტალინიც.

იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე კავშირის მმართველი იყო. თუმცა, ისტორიკოსებს უჭირთ საბჭოთა კავშირის სიმდიდრისა და სტალინის სიმდიდრის ერთმანეთისგან განცალკევება. ოფიციალური მონაცემებით, საბჭოთა კავშირის მაშინდელი ეკონომიკური წარმოება დღეს 7,5 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული. ისტორიკოსების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის სიმდიდრე პირადად სტალინის სიმდიდრე არ ყოფილა, ის მაინც აკონტროლებდა ქვეყნის ქონებას.

ყველა დროის მდიდარი ადამიანების ათეულში მეექვსე ადგილი დაიკავა წარმოშობით შოტლანდიელმა, ამერიკაში მოღვაწე ბიზნესმენმა და ფილანთროპმა, ენდრიუ კარნეგიმ, რომელიც 1919 წელს გარდაიცვალა, იგი ყველა დროის ყველაზე მდიდარი ამერიკელია. მისი ქონება 372 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ათეულის შემდეგ პოზიციას იკავებს ამერიკელი ჯონ როკფელერი, რომელმაც 341 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონება ნავთობბიზნესით დააგროვა.

bpn

"თაიმის" რეიტინგში მერვე ადგილი ალან რუფუსმა დაიკავა, რომელიც ინგლისის მეფის, უილიამ დამპყრობლის ნათესავი იყო.

რუფუსი მე-11 საუკუნეში ინგლისის ქონების 7 პროცენტს ფლობდა, რაც დღეს 194 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. მეცხრე ადგილი ერგო მსოფლიოს ნომერ პირველ მილიარდერს, ბილ გეითსს. "მაიკროსოფტის" დამფუძნებელი 78,9 მილიარდ დოლარს ფლობს.

bpnმეათე ადგილს კი მონღოლეთის მმართველი ჩინგიზ ყაენი იკავებს. გარდა იმისა, რომ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო ლიდერი იყო, ჩინგიზ ყაენი ყველაზე მდიდარ ადამიანად არის მიჩნეული. თუმცა მიუხედავად ძალაუფლებისა, ისტორიკოსების ცნობით, ჩინგიზ ყაენი არასოდეს აგროვებდა ქონებას, პირიქით, იგი საკმაოდ ხელგაშლილი იყო, რაც მის გავლენას კიდევ უფრო აძლიერებდა.