ქალი, რომელიც 100 წლის ასაკშიც დღეში 6 საათს მუშაობს

100 წლის ფელემინა როტუნდოსთვის სამუშაო დღე დილის 7 საათზე იწყება.

ნიუ იორკში მცხოვრები ფელემინა უწინდებურად კვირაში ექვსი დღე მუშაობს და მხოლოდ კვირაობით ისვენებს.

დილის 7 საათიდან, დღეში ექვსი საათის განმავლობაში, ფელემინა დაუღალავად შრომობს ნიუ იორკის შტატის ქალაქ ბუფალოში მდებარე სამრეცხაოში. პირველად  მუშაობა კი 15 წლის ასაკში, ამერიკის დიდი დეპრესიის წლებში დაიწყო.

„პენსიაზე გასვლას ჯერ არც კი ვგეგმავ და იქამდე ვიმუშავებ, ვიდრე ჯანმრთელობის მდგომარეობა მუშაობის უფლებას მომცემს“, - ამბობს 100 წლის ამერიკელი ქალბატონი.

კითხვაზე, რა არის მისი საიდუმლო, ფელემინა მარტივად პასუხობს: „მუშაობა“.

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ამერიკაში თითქმის გაორმაგდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 100 წელს გადააბიჯა. დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით 100 წელს გადაცილებული დაახლოებით 55 ათასი ადამიანი ცხოვრობს.