ყველაზე გავლენიანი ადამიანები ფინანსების სფეროში
ყველაზე გავლენიანი ადამიანები ფინანსების სფეროში
2 იანვარი / 2016
ფინანსების სფეროში ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგს „ბიზნეს ინსაიდერი“ აქვეყნებს. მათი დიდი ნაწილი ბანკების აღმასრულებელი დირექტორები, მაგნატები და საინვესტიციო ფონდების მენეჯერები არიან. რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს ამერიკელი ინვესტორი უორენ ბაფეტი, რომელმაც პირველი აქციები 11 წლის ასაკში შეიძინა. ახლა იგი 85 წლისაა და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია ფინანსების სფეროში როგორც აშშ-ში, ასევე მთელ მსოფლიოში.

მეორე ადგილს იკავებს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი, ჯანეტ იელენი. მას ხშირად აშშ-ის ეკონომიკის მცველს უწოდებენ. სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ქვეყანაში სამუშაო ადგილები მნიშვნელოვნად გაიზარდა, უმუშევრობის დონე კი
You must have Flash Player installed in order to see this player.
შემცირდა.

ხუთეულში შევიდა ასევე ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, ასევე ამერიკელი ბიზნესმენი, აბიგაილ ჯონსონი და ამერიკული საინვესტიციო კომპანია BlackRock-ის ხელმძღვანელი, ლარი ფინკი.

ფინანსების სფეროში ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში მეშვიდე ადგილი დაიკავა ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, მარიო დრაგიმ. ანალიტიკოსების თქმით, დრაგიმ ევროზონის რეცესიიდან გამოყვანა შეძლო. იგი „იტალიის ბანკის“ ყოფილი მმართველია.

რაც შეეხება კიდევ ერთი ფინანსური ინსტიტუტის - საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელ კრისტინ ლაგარდს, მან მეცხრე ადგილი დაიკავა. იგი პირველი ქალია, რომელიც ამ ინსტიტუტს ხელმძღვანელობს 2011 წლიდან.

რეიტინგში მერვე ადგილზეა ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მაიკლ ბლუმბერგი, რომელმაც სხვადასხვა სახის ბიზნესით 42 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონების დაგროვება შეძლო.
ფინანსების სფეროში ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში მოხვდა ამერიკელი ფილანთროპი და ინვესტორი ჯორჯ სოროსიც. მან მე-16 ადგილი დაიკავა.

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე ფონდის სხვა თანამშრომლებთან ერთად ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებს - იონას ბისტრომს, ჯორჯია კოუწიანას და ალექსანდრა ვილკომს შეხვდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით მასშტაბურ კამპანიას იწყებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი (SBFIC) დღეს საერთაშორისო კონფერენციას - ”ფინანსური განათლება ფინანსური კეთილდღეობისთვის” უმასპინძლებენ.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
„საზოგადოება და ბანკები“ მომხმარებლებს ე.წ. „პირამიდა სისტემის“ არსებობის გამო სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ქალაქ შანხაის მერმა იანგ სიონგმა ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის, ქართული პროდუქციის ექსპორტისა და ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.
ივნისში ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც კომერციულ ბანკებს ლარში სახსრების მოზიდვა 10%-დან 7%-მდე გაუიაფდათ, უცხოურ ვალუტაში კი 15%-დან 20%-მდე გაუძვირდათ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, დედოლარიზაციის პროცესში ხელოვნური ინსტრუმენტების ჩართვა არ იგეგმება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, დღეს ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
29.07.2016
ვახუშტი ბაგრატიონი თუშებზე წერს: "მთასა და ცხვარში შეზრდილი თუში გულადია... უყვარს შრომა, გარჯილობა და დოვლათის მოხვეჭა... აზროვნებს დინჯად და საღად, თქმაში გონებამახვილია, მოქმედებაში - მარდი".
სრულად
28.07.2016
მაიკროსოფტის დამაარსებელი ბილ გეითსი საკუთარ ბლოგში იმ წიგნებზე საუბრობს, რომლის წაკითხვასაც ამ ზაფხულს გირჩევთ.
სრულად
25.07.2016
ანა მიქაძე საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარეა, თავადაც ყველის მწარმოებელია.
სრულად
20.07.2016
Facebook-მა მობილურ მესენჯერს WhatsApp 19 მილიარდი დოლარი გადაუხადა. აქედან 6,8 მილიარდი იან კუმის ანგარიშზეა - პროგრამისტის, რომელიც ერთ დროს მარკ ცუკერბერგმა დაიწუნა და სამსახურში არ აიყვანა...
სრულად
19.07.2016
ბორჯომელი ნიკო ბოსტოღანაშვილი ბავშვობიდან ოცნებობდა ფრენაზე, მაგრამ შესაფერისი განათლების მიღება პროფესიულ დონეზე ვერ შეძლო.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
29.07.2016
30.07.2016
USD
1
USD
2.3460
2.3479
EUR
1
EUR
2.6008
2.6083
GBP
1
GBP
3.0885
3.0898
RUB
100
RUB
3.5353
3.5119