"კაბიანი სტივ ჯობსი": ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალი და მისი გარღვევა მედიცინაში
"კაბიანი სტივ ჯობსი": ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალი და მისი გარღვევა მედიცინაში
9 იანვარი / 2016
ელიზაბეთ ჰოლმსი მაღალი ქერა ქალია, დაუდევარი ვარცხნილობით. ის 31 წლისაა და მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალია. მას ხშირად ადარებენ სტივ ჯობსს. ბავშვობაში ორივე მარტოობაში ატარებდა დროს, ორივემ მიატოვა სწავლა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს. ისევე როგორც ჯობსს, ჰოლმსსაც თავიდანვე სჯეროდა, რომ მისი კომპანია მსოფლიოს შეცვლიდა. ჯობსი მილიარდერი გახდა 40 წლის ასაკისთვის, ჰოლმსი - ბევრად ადრე. გასულ წელს მისი პროექტი "თერანოსი" (Theranos) 9 მილიარდ დოლარად შეფასდა, აქციების ნახევარზე მეტი მისია.

ჰოლმსს შავი მოტკეცილი სვიტერები აცვია, სვამს ფრეშს ნიახურითა და კიტრით, არ ჭამს ხორცს, რადგან ამ შემთხვევაში ორგანიზმი ნაკლებ ძილს ითხოვს. ჯობსის ბიოგრაფია კედელზე უკიდია, თუმცა სვიტერებით შერონ სტოუნს ბაძავს ელიტური მეძავის როლში მარტინ სკორსეზეს ფილმიდან "კაზინო". მოტკეცილი შავი სვიტერები მას ასზე მეტი აქვს და დილაობით დროს არ კარგავს ფიქრისთვის, თუ რა ჩაიცვას.
მასზე აღტაცებით დაწერეს "ფორბსმა" და "ფორტუნამ". ის ხვდება პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიების და მილიარდერების რეიტინგთა უმეტესობაში. ეს ახალგაზრდა ქალი არ მალავს, როგორ მიაღწია ამას.

ბავშვობა და სტენფორდი

"ნამდვილად რაც მსურს, ის არის, რომ აღმოვაჩინო რაღაც ახალი, რის არსებობაზეც კაცობრიობა მანამდე არც ეჭვობდა", - წერდა ჰოლმსი მამას 9 წლის ასაკში. ის აღიარებს, რომ იყო უცნაური ბავშვი: "ვკითხულობდი წიგნებს ტონობით, განუწყვეტლივ ჩავკირკიტებდი "მობი დიკს". მე ბლოკნოტში დღემდე მაქვს დროის მანქანის დიზაინის ჩანახატი, რომელიც 7 წლისამ დავხატე". ბავშვობაში ელიზაბეთი კითხულობდა თავის პაპის პაპის - ქირურგის, ინჟინერის, გამომგონებლის კრისტიან ჰოლმსის ბიოგრაფიას - ის დაიბადა დანიაში 1857 წელს, იყო ცინცინატის სამედიცინო კოლეჯის დეკანი, მის სახელს ატარებს ქალაქის საავადმყოფო. წინაპარმა მისი არჩევანი განაპირობა, დაეკავშირებინა ცხოვრება მედიცინასთან, მაგრამ ექიმობა არ გამოუვიდა. რაღაც მომენტში, ის მიხვდა, რომ ნემსის დანახვაზე შიშის გრძნობა ეუფლებოდა. მოგვიანებით, ის ამბობდა, რომ ეს გახდა მთავარი მიზეზი "თერანოსის" დაწყებისა - კომპანიის, რომელიც საშუალებას იძლეოდა ანალიზი არა ვენიდან, არამედ თითიდან პატარა ნემსით აეღოთ.
როცა ჰოლმსი სტენფორდში ჩასაბარებლად პალო-ალტოში გადავიდა, მშობლებმა მას მარკუს ავრელიუსის "ფიქრები" გაუგზავნეს რჩევასთან ერთად, რომ "ცხოვრებას უნდა ჰქონდეს მიზანი". მან ქიმიური ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩააბარა.

სწავლის პირველივე წელს ჰოლმსი სთხოვდა დეკანს, ჩენინგ რობერტსონს, მიეცა
You must have Flash Player installed in order to see this player.
უფლება შეეშვა იმ ლაბორატორიაში, სადაც ძირითადად, საქმიანობდნენ ის სტუდენტები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებდნენ ფილოსოფიის დოქტორის ხარისხზე. ფაკულტეტის დეკანი თავიდან ეწინააღმდგებოდა, მაგრამ სტუდენტი გოგონა ჯიუტი აღმოჩნდა - ყოველ დღე უდარაჯებდა ლაბორატორიის კარებთან და ეკითხებოდა, როდის შეუშვებდა შიგ. რობერტსონმა ფარ-ხმალი დაყარა.
ზაფხულში კი ჰოლმსი მოელაპარაკა სტენფორდის ადმინისტრაციას, რომ შეძლებდა ჩინური ენის კლასში სიარულსაც. ამის შემდეგ გამოსთხოვა სტაჟირება სინგაპურში "გენომის ინსტიტუტში", სადაც შეისწავლა მაშინ აზიაში გავრცელებული ატიპური პნევმონია. ის უყურებდა, როგორ იღებდნენ სისხლს ანალიზისთვის და ფიქრობდა, რომ ამის გაკეთება სხვანაირადაც, უფრო თანამედროვე მეთოდებით იყო შესაძლებელი.

ამერიკაში დაბრუნების შემდეგ ჰოლმსმა მუშაობა დაიწყო. "ელიზაბეთი პრაქტიკულად 5-6 დღის მანძილზე საწერი მაგიდიდან არ დგებოდა", იხსენებს დედამისი ნოელ ჰოლმსი. ასეთი შრომის შედეგი კი გახდა საპატენტო განცხადება - პლასტირი, რომელიც გამოჰყოფს სამედიცინო ნივთიერებებს და თვალყურს ადევნებს ცვლილებებს სისხლში. მას შეიძლება მიემაგროს მობილური ტელეფონის ჩიპიც და მონაცემები მიეწოდოს ექიმს. ჰოლმსმა ყველაფერი პროფესორ ჩენინგ რობერტსონს აჩვენა.
19 წლის ასაკში ჰოლმსმა მიატოვა უნივერსიტეტი, ოჯახის მიერ მისი სწავლისთვის გამოყოფილი ფული საკუთარ კომპანიაში ჩადო და ინვესტორების ძებნას შეუდგა. "ვიცოდი, რომ სულ ცოტა 200 ადამიანთან მაინც მომიწევდა ლაპარაკი, რათა თუნდაც ერთი დამეინტერესებინა. ამიტომ უარს სულ არ განვიცდიდი", - იხსენებს ჰოლმსი.

ფული

პირველ რიგში მან რობერტსონს შესთავაზა, მისი მრჩეველი გამხდარიყო. ჩენინგი უკვე ეხმარებოდა რამდენიმე "სტარტაფს" ბიოტექნოლოგიების სფეროში. მაგრამ მათი დამფუძნებლები გაცილებით უფროსები იყვნენ ნორჩ ელიზაბეთთან შედარებით, რომელსაც მაშინ 21 წელი შეუსრულდა. "ყველა თაობაში ჩნდება ერთი ან ორი ისეთი, როგორიც ეს გოგონაა", - ასე ახსნა პროფესორმა თავისი თანხმობა. 2005 წლისთვის ჰოლმსმა უკვე დაახლოებით 6 მილიონი დოლარი მიიზიდა. ეს არ იყო საკმარისი. მას ესმოდა, გარღვევისთვის საჭიროა დაივიწყო და არ იფიქრო ფულზე. ფიქრი - "ხელფასი მომდევნო თვეში როგორ გადაიხადო" - მუშაობას არ უნდა უშლიდეს ხელს.
კლინიკური გამოცდების ჩატარებას სჭირდებოდა ტესტები, ჰოლმსმა ხელის მოაწერა კონტრაქტებს ფარმაცევტულ კორპორაციებთან, მათ შორის "პფაიზერთან" და "გლაქსოსმითკლაინთან", რის შედეგადაც მისმა კომპანიამ მუშაობა დაიწყო მათი განყოფილებების სახით. თანამშრომლობამ ჰოლმსს სტატუსი აუმაღლა, მისი პროექტით დაინტერესდნენ უფრო სერიოზული ინვესტორები. 2010 წლის ბოლოსთვის მან 92 მილიონი დოლარი მიიზიდა და დაიწყო სათანადო მუშაობა ტესტებზე.
პარალელურად "თერანოსის" დირექტორთა საბჭოში გაჩდნენ ყოფილი სამხედროები და ჩინოვნიკები: სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ჰენრი კისინჯერი, თავდაცვის ექსმინისტრები და გენერლები. მიდიოდა მსჯელობა კომპანიის დაახლოებაზე აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან. თავად ჰოლმსი თავის არჩევანს ხსნის ამ ადამიანების პროფესიონალიზმით, სამხედრო სფეროს კი მიიჩნევს "მნიშვნელოვან სფეროდ ადამიანთა სიცოცხლის შენარჩუნების" თვალსაზრისით. ამიტომ შეურაცხყოფილად მიიჩნევს თავს, როცა ესმის, რომ დირექტორთა საბჭოს წევრები ლობისტები გამოდიან.

სტრატეგია

ჰოლმსი მთელ თავის დროს კომპანიას უთმობს: იშვიათად ერთობა, უმცროსი ძმის გარდა, რომელიც ასევე "თერანოსში" მუშაობს, თითქმის არავის ესაუბრება, არ დადის პაემნებზე და უკანაკნელი 10 წლის მანძილზე არ აუღია შვებულება.
კომპანიის ნოუ-ჰაუ საშუალებას იძლევა, მხოლოდ 1 წვეთი სისხლით თითიდან ჩაატაროს 30 ტესტი მიკროფლუიდებისა და ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც ჰოლმსის საიდუმლოა. ეს უფრო სწრაფი და იაფია, ვიდრე ჩვეულებრივ ლაბორატორიებში. "დიდი ხნის მანძილზე ცოლსაც კი ვერ ვეუბნებოდი, რა საქმიანობით ვიყავი დაკავებული", - ამბობს რობერტსონი. ჰოლმსი კი თავის პროექტზე პირველად ალაპარაკდა მუშაობის დაწყებიდან მხოლოდ 10 წლის შემდეგ. ამჟამად ამერიკული ბაზარი ორ გიგანტს შორის - "ქუესტ დაიაგნოსტიკსსა" და "ლებორატორი კორპორეიშნ ოვ ემერიკას" შორისაა დანაწილებული. მაგრამ მათი ანალიზები "თერანოსის" ანალიზებთან შედარებით უფრო ძვირია. მაგალითად, სისხლში ქოლესტერის დონის შემოწმება ჩვეულებრივი ლაბორატორიული მეთოდით 17 დოლარი ჯდება, "თერანოსში" კი - 2,99 დოლარი.
ჰოლმსის თქმით, ადამიანების 40% ექიმების მიერ დანიშნულ სისხლის ანალიზებს არ აბარებს, რადგან ან ნემსის ეშინიათ, ან მაღალი ფასის გადახდა არ შეუძლიათ. ელიზაბეთის მიზანია "თერანოსის" ცენტრები აშშ-ში ნებისმიერი სახლიდან არაუმეტეს 5 კმ მანძილზე იყოს, მერე კი მსოფლიო ექსპანსია დაიწყოს.
დიდი წარმატებაა, რომ ჰოლმსმა მოახერხა კომპანიაში 50 წლის პროგრამისტ სანი ბალვანის მიმხრობა. ის მუშაობდა "ლოტუსსა" და "მაიკროსოფთში", სტენფორდშიც სწავლობდა, ხოლო საქმიანი ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ბერკლიში მიიღო. ჰოლმსი ხვდებოდა: სისხლის ანალიზისთვის საჭირო იქნებოდა სერიოზული ე.წ. სოფთის შექმნა. 2009 წელს ბალვანი კომპანიის პრეზიდენტი გახდა. "ჩვენ პროცესი თავიდან ბოლომდე ავტომატიზებული გავხადეთ", - ამბობს ის.
ახლა კომპანია ფედერალური კომისიის მიერ ლიცენზირებულ 200-ზე მეტ ტესტს სთავაზობს კლიენტებს. "თერანოსმა" დადო შეთანხმება სააფთიაქო ქსელ "უოლგრინსთან", რათა კალიფორნიიდან და არიზონიდან დაწყებული აეშენებინა ათასობით ცენტრი, რომლებიც ანალიზის აღებას მომხმარებელს ადგილზე სთავაზობს. შედეგების ნახვა კი შესაძლებელია იმავე ან მომდევნო დღეს. ჰოლმსმა იცის, რომ სისხლს შეუძლია ორგანიზმის მუშაობის დარღვევების შესახებ ბევრი ინფორმაციის მოცემა - ქოლესტერინის მომატებით დაწყებული, დამთავრებული სიმსივნით - და შემოწმების პროცესი უნდა იყოს ისეთივე უმტკივნეულო, როგორც სახლის გვერდით აფთიაქში წამლების შეძენა.
ის ქმნის პლატფორმას პრევენციული მედიცინის განვითარებისთვის. დღეს ადამიანებს ჩვევა აქვთ, გადადონ ვიზიტი ექიმთან და ხშირად ისეთ დროს მიმართავენ სამედიცინო დახმარებისთვის, როცა დაავადება უკვე შორსწასულია და მკურნალობა შეუძლებელია.

პერსპექტივები

ჰოლმსმა სიცოცხლის მესამედი კომპანიას მიუძღვნა, მაგრამ პროექტი ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ სტადიაზეა. მომდევნო 20 წელიწადი მას ეყოფა იმისთვის, რომ მომსახურება ადვილად მიღწევადი და მასობრივი გახადოს. ჰოლმსი აცხადებს, რომ ცხოვრებაში მთავარი მიზანი ერთი უნდა იყოს და არ აპირებს სხვა რამეთიც დაკავდეს. დღეს მას ეკუთვნის 18 პატენტი აშშ-ში და 66 ქვეყნის საზღვრებს გარეთ. "თერანოსში" დაახლოებით 1000 თანამშრომელია და კომპანია განუწყვეტლივ ფართოვდება.
ჰოლმსი ხშირად ეჯახება კრიტიკოსებს. ისინი ამბობენ, რომ სისხლის ანალიზი ყოველთვის არ მიუთითებს დაავადებაზე, რის გამოც დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დანიშვნა ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელია. ჰოლმსს ეს არ აშფოთებს - ის აგრძელებს წინ მოძრაობას. კომპანია აგრძელებს თანამშრომლობას "კარლოს სლიმ ფაუნდეიშენის" სამედიცინო ცენტრებთან მეხიკოში, რომლებიც "თერანოსს" იყენებენ დიაბეტის და სხვა დაავადებების დასადგენად, რომლებიც ექვემდებარებიან მკურნალობას ადრეულ სტადიაზე.

P.S. 16 ოქტომბერს "უოლ სტრიტ ჯორნელმა" გამოაქვეყნა საგამოძიებო სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ ელიზაბეთ ჰოლმსის კომპანია ატყუებს კლიენტებსა და პროფესიულ საზოგადოებას და ანალიზებისთვის თავის მეთოდებს სინამდვილეში არ იყენებს.

დუდანა ზაქარაია
კომენტარები (9)
29.01.2016
ნია
ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ თუ ჯერ განვითარების სტადიაშია პროექტი, მილიარდები საიდან მოვიდა? ან ამდენი სამხედრო რითი დააინტერესა, რომ დირექტორთა საბჭოში ყავს. და თუ ჯერ მხოლოდ ინვეტიციების მოზიდვაშია და არაფერს ხარჯავს შექმნაზე მალე ტრილიონერიც გახდება. ისე უბრალოდ ბედი უნდა ყველაფერს თორემ აგერ ერთმა ფოტოგრაფმა კარტოფილს სურათი გადაუღო შავ ფონზე და 1 მილიონ დოლარად გაყიდა. მხატვრების უმრავლესობა კი შიმშილითაა მკვდარი. საოცარი სამართალია აქვს ამ წუთისოფელს! :)
12.01.2016
“არა არს დამალული, რომელიც არა გაცხადდეს”.
სწავლა მიატოვა და ბიოქიმიასა და ლაბ. ანალიზში "გარღვევა" მოახდინა! რეპტილოიდებისგან "დანიშნული მილიარდერია" ან თავადაც ქალის კანში შემძვრალი ხვლიკი. კარგად დააკვირდით, განსაკუთრებით თვალებსა და ცხოვრების წესს. შუა საუკუნეებში მასეთი "ჯადოქრებისთვის" ინკვიზიციას კოცონი ჰქონდა. დღეს კი თავად არის ყველაზე ჯეელი ინკვიზიტორი!
მსგავსი სიახლეები
25 მაისს სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში ჩატარდა ბიზნესკონფერენცია - „სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში.“
ჰონგ-კონგში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „VinExpo 2016” გაიმართა, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია მონაწილეობდა.
კომპანია Nokia ფინეთში ათასზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებს, რათა 2018 წლამდე შეამციროს ბიუჯეტი 900 მილიონი ევროთი.
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერს იეჰილ ბარს შეხვდა.
”საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და შვეიცარული კომპანია StadlerBssnang AG-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა პიტერ შპულერმა ორსართულიანი მატარებლების შესყიდვის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს ცა დღეიდან არის დაზღვეული, - შესაბამის ხელშეკრულებას დღეს საჰაერო ნავიგაციასა და სადაზღვევო კომპანია „უნისონს“ შორის მოეწერა ხელი.
ქუთაისის მერიაში ბიზნესის საბჭოს იქმნება. ბიზნესის საბჭოს შექმნის შესახებ ჟურნალისტებს დღეს ინფორმაცია ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა მიაწოდეს.
პაშა ბანკი ახალ პროექტს იწყებს: MEETING ROOM - ეს არის სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების ციკლი, რომელიც შექმნის ახალ პლატფორმას აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ იდეების
ბიზნესსექტორი მიიჩნევს, რომ "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონპროექტის არსებული სახით მიღება დაუშვებელია.
რუბრიკის სხვა სიახლეები
25.05.2016
თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში მცხოვრებმა თექის ოსტატებმა, დებმა ქოთილაიძეებმა, რომში თექისა და ნარუქის სახელოსნო „მწყემსის სახლი“ გახსნეს.
სრულად
24.05.2016
გამოცემა Time ისეთი წარმატებული ადამიანების რჩევებს სთავაზობს ახალგაზრდებს, ვინც ახლახან დაამთავრეს სკოლა, როგორებიც ბარაკ ობამა, მადლენ ოლბრაიტი და მაიკლ ბლუმბერგი არიან.
სრულად
22.05.2016
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ბილ გეიტსის მეუღლე მელინდა გეტსი ეკონომიკაში ქალის როლზე, ქველმოქმედებასა და მსოფლიოში საჭირო ცვლილებებზე საუბრობს.
სრულად
19.05.2016
შოთა ლაგაზიძე 26 წლის თუში მეღვინეა. ტურიზმის მენეჯმენტიდან ქვევრის ღვინის ბრენდირებულ წარმოებამდე გზა მეგობართან ერთად გაიარა და საკუთარი ბრენდი ,,ლაგაზი“ შექმნა.
სრულად
17.05.2016
32 წლის რატი როსტომაშვილი ახმეტის რაიონის სოფელ ოდლისიდანაა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
27.05.2016
28.05.2016
USD
1
USD
2.1473
2.1461
EUR
1
EUR
2.3925
2.3985
GBP
1
GBP
3.1385
3.1438
RUB
100
RUB
3.2568
3.2531