პროფესიით ექიმი, მოწოდებით გლეხი

"ნამჯის სახლის აშენება 6.000 ლარი დაგვიჯდა. ფართობი სულ 36 კვმ-ია,­ მეორე სართულზე 18 კვმ საძინებელი გვაქვს. სახლში ისე თბილა, რომ ამ ზამთარში მაისურით დავდივარ... ქარ-წვიმის ხმა არ შემოდის, რადგან სახურავზეც 30-სანტიმეტრიანი ნამჯისა და თიხის ნარევია დაფენილი. იატაკის დასაგებად ლერწამი გამოვიყენეთ"

"პროფესიით ექიმი ვარ, მაგრამ მოწოდებით გლეხი", - მითხრა ჩემმა რესპონდენტმა დავით ჩაჩანიძემ. მან და მისმა მეუღლემ, არქიტექტორმა თინა სამადაშვილმა თბილისში უზრუნველი ცხოვრება დატოვეს და ზემო ბაკურციხეში (გურჯაანის რაიონი) ტრიალ მინდორში დასახლდნენ. საკუთარი ხელით ააგეს ნამჯის სახლი, რომელშიც უკვე ცხოვრობენ და დიდი გეგმებიც აქვთ.

დავით ჩაჩანიძე:

- თავის დროზე, როცა ტრადიციული მედიცინიდან ჰომეოპათიაში გადავინაცვლე, ბევრი ამრეზით მიყურებდა. ოჯახში სამი თაობა ექიმები ვართ, მაგრამ სტერეოტიპი დავანგრიე... შემდეგი ნაბიჯი კი უფრო რადიკალური იყო...

- სოფლად გადასახლებას გულისხმობთ?­

- დიახ, საკუთარი ხელით ავაშენეთ სახლი, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული და ხილი უნდა მოვიყვანოთ. ყოველდღიური მოხმარების საგნები (კბილის პასტა, საპონი, შამპუნი, კოსმეტიკური საშუალებები) თავად შევქმენით. არ იფიქროთ, რომ ღარიბები ვართ - 5 კომპანიის დამფუძნებელი ვარ და 3 კომპანიის დირექტორი, თინ­ასაც სოლიდური სამსახური ჰქონდა, მაგრამ ფულით ყველა­ საჭირო ნივთს ვერ იყიდი...

- მიგაჩნიათ, რომ ჯანმრთელობისთვის­ უვნებელ ტანსაცმელსა და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვერსად შეიძენთ?

- დიახ, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჯანმრთელი ცხოვრების წესით გვეცხოვრა და ქმედითი ნაბიჯებიც გადავდგით.

თინა სამადაშვილი:

- ჯერ იმაზე დავიწყეთ ფიქრი, მიწა სად შეგვეძინა. თბილისთან ახლოს შესაფერისი ვერ­აფერი ვნახეთ და კახეთს მივადექით. ზემო ბაკურციხე თბილისიდან 95 კილომეტრშია და სოფელი თითქმის მიტოვებულია. მხოლოდ 30 კომლიღა ცხოვრობს და ულამაზესი სახლებია კარაჭედილი. ვიყიდეთ მიწა სახლის ასაშენებლად.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 1 თებერვლის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად