პროფესიით ექიმი, მოწოდებით გლეხი
პროფესიით ექიმი, მოწოდებით გლეხი
2 თებერვალი / 2016
"ნამჯის სახლის აშენება 6.000 ლარი დაგვიჯდა. ფართობი სულ 36 კვმ-ია,­ მეორე სართულზე 18 კვმ საძინებელი გვაქვს. სახლში ისე თბილა, რომ ამ ზამთარში მაისურით დავდივარ... ქარ-წვიმის ხმა არ შემოდის, რადგან სახურავზეც 30-სანტიმეტრიანი ნამჯისა და თიხის ნარევია დაფენილი. იატაკის დასაგებად ლერწამი გამოვიყენეთ"

"პროფესიით ექიმი ვარ, მაგრამ მოწოდებით გლეხი", - მითხრა ჩემმა რესპონდენტმა დავით ჩაჩანიძემ. მან და მისმა მეუღლემ, არქიტექტორმა თინა სამადაშვილმა თბილისში უზრუნველი ცხოვრება დატოვეს და ზემო ბაკურციხეში (გურჯაანის რაიონი) ტრიალ მინდორში დასახლდნენ. საკუთარი ხელით ააგეს ნამჯის სახლი, რომელშიც უკვე ცხოვრობენ და
You must have Flash Player installed in order to see this player.
დიდი გეგმებიც აქვთ.

დავით ჩაჩანიძე:
- თავის დროზე, როცა ტრადიციული მედიცინიდან ჰომეოპათიაში გადავინაცვლე, ბევრი ამრეზით მიყურებდა. ოჯახში სამი თაობა ექიმები ვართ, მაგრამ სტერეოტიპი დავანგრიე... შემდეგი ნაბიჯი კი უფრო რადიკალური იყო...

- სოფლად გადასახლებას გულისხმობთ?­

- დიახ, საკუთარი ხელით ავაშენეთ სახლი, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული და ხილი უნდა მოვიყვანოთ. ყოველდღიური მოხმარების საგნები (კბილის პასტა, საპონი, შამპუნი, კოსმეტიკური საშუალებები) თავად შევქმენით. არ იფიქროთ, რომ ღარიბები ვართ - 5 კომპანიის დამფუძნებელი ვარ და 3 კომპანიის დირექტორი, თინ­ასაც სოლიდური სამსახური ჰქონდა, მაგრამ ფულით ყველა­ საჭირო ნივთს ვერ იყიდი...

- მიგაჩნიათ, რომ ჯანმრთელობისთვის­ უვნებელ ტანსაცმელსა და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვერსად შეიძენთ?
- დიახ, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჯანმრთელი ცხოვრების წესით გვეცხოვრა და ქმედითი ნაბიჯებიც გადავდგით.

თინა სამადაშვილი:
- ჯერ იმაზე დავიწყეთ ფიქრი, მიწა სად შეგვეძინა. თბილისთან ახლოს შესაფერისი ვერ­აფერი ვნახეთ და კახეთს მივადექით. ზემო ბაკურციხე თბილისიდან 95 კილომეტრშია და სოფელი თითქმის მიტოვებულია. მხოლოდ 30 კომლიღა ცხოვრობს და ულამაზესი სახლებია კარაჭედილი. ვიყიდეთ მიწა სახლის ასაშენებლად.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 1 თებერვლის ნომერში
ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად
კომენტარები (2)
03.02.2016
იზა
უფლის მადლი გფარავდეთ. ნამდვილად სამაგალითო და მისაბაძია თქვენი ცხოვრების წესი, გისურვებთ ყველა ჩანაფიქრის განხორციელებას
03.02.2016
მარიამი
გისურვებთ წარმატებებს,ბევრს მოებაძოს თქვენთვის.ღმერთი გფარავდეთ და შეგეწიოთ თქვენს კეთილ-გონივრულ საქმეში.
მსგავსი სიახლეები
მთელ მსოფლიოში უკვე სცენიდან გადის ერთი პროფესიის ცნება
კახეთში "ატმის რთველი" დაიწყო - ასე ეძახიან გლეხები ატმის კრეფას, რომელიც მათი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ერთ-ერთი კომპონენტი - ვიდეოგაკვეთილი ნებაყოფლობითი გახდება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მთავრობა დღევანდელ სხდომაზე სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამას დაამტკიცებს.
ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს კავშირგაბმულობის სფეროს თანამშრომლებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს.
დატვირთული სამუშაო რეჟიმის, დღის განმავლობაში დაგეგმილი უამრავი საქმიანი შეხვედრებისა თუ სპეციფიური პროფესიის გამო ხშირად, საუზმისთვის, სადილისთვის ან ვახშმისთვის დრო აღარ რჩება.
რა პროფესიები მოსწონთ და რას ირჩევენ ყველაზე ხშირად აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე?
ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან გაბრაზებულ გულზე ბევრს გაუგზავნია ისეთი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება, რის გამოც შემდეგ სირცხვილი უგრძვნია.
რუბრიკის სხვა სიახლეები
30.07.2016
ახალგაზრდა, წარმატებულ ფერმერ ნოდარ ტოხოსაშვილს ყველა "უკანა ფშაველ ეკობიჭად" იცნობს.
სრულად
29.07.2016
ვახუშტი ბაგრატიონი თუშებზე წერს: "მთასა და ცხვარში შეზრდილი თუში გულადია... უყვარს შრომა, გარჯილობა და დოვლათის მოხვეჭა... აზროვნებს დინჯად და საღად, თქმაში გონებამახვილია, მოქმედებაში - მარდი".
სრულად
28.07.2016
მაიკროსოფტის დამაარსებელი ბილ გეითსი საკუთარ ბლოგში იმ წიგნებზე საუბრობს, რომლის წაკითხვასაც ამ ზაფხულს გირჩევთ.
სრულად
25.07.2016
ანა მიქაძე საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარეა, თავადაც ყველის მწარმოებელია.
სრულად
20.07.2016
Facebook-მა მობილურ მესენჯერს WhatsApp 19 მილიარდი დოლარი გადაუხადა. აქედან 6,8 მილიარდი იან კუმის ანგარიშზეა - პროგრამისტის, რომელიც ერთ დროს მარკ ცუკერბერგმა დაიწუნა და სამსახურში არ აიყვანა...
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
30.07.2016
31.07.2016
USD
1
USD
2.3479
2.3479
EUR
1
EUR
2.6083
2.6083
GBP
1
GBP
3.0898
3.0898
RUB
100
RUB
3.5119
3.5119