"სამაჯური ხელის მოძრაობით ტელეფონს მუხტავს" - ქართველი ბავშვების გამოგონებამ მსოფლიო მასშტაბის კონკურსზე გაიმარჯვა
"სამაჯური ხელის მოძრაობით ტელეფონს მუხტავს" - ქართველი ბავშვების გამოგონებამ მსოფლიო მასშტაბის კონკურსზე გაიმარჯვა
12 თებერვალი / 2016
ქართველმა მოზარდებმა გიორგი შელეგიამ და ამირან აფციაურმა პორტატული ელექტროგენერატორი გამოიგონეს. მოწყობილობა საშუალებას იძლევა, ხელის უნებლიე მოძრაობით წარმოქმნას ენერგია, რომლიც აკუმულირდება და usb-პორტის მეშვეობით მუხტავს ტელეფონს, პლანშეტს და სხვა გაჯეტებს. ბიჭების ამ გამოგონებამ "ლეონარდო და ვინჩის" კონკურსზე გაიმარჯვა, ასევე გახდნენ intel-ის სპეციალური პრიზის მფლობელები და Intel ISEF-ის საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსზე მიიღეს მიწვევა, სადაც მაისში გაემგზავრებიან. ისინი სკოლის მოსწავლეები არიან, თავიანთი გამოგონების შესახებ, გიორგი და ამიკო თავად გიამბობთ.

გიორგი შელეგია:
- მე და ამიკო პირველი კლასიდან ვმეგობრობთ, ერთ სკოლაში ვსწავლობთ. ამ გამოგონებაზე მუშაობა ოქტომბერში დავიწყეთ. გამომგონებელთა კონკურს "ლეონარდო და ვინჩისთვის" ვემზადებოდით. კონკურსზე მესამე ადგილზე გავედით. ჩვენი ხელსაწყო ფარადეის კანონზე, ელექტრომაგნიტური ველის ინდუქციაზე მუშაობს, რომელიც მაგნიტურ ნაკადს ენერგიად აქცევს, ამ ენერგიას ვააკუმულირებთ აკუმულატორში, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ტელეფონის დასამუხტად.

ამიკო აფციაური:
- დავრწმუნდით, რომ დედამიწაზე ბევრი ენერგია იხარჯებოდა ფუჭად, ამიტომაც გადავწყვიტეთ ენერგიის ახალი წყაროს მოძიება და ამ ხელსაწყოს შექმნა. გვყავდა კონსულტანტები პროფესორი თემურ ჩიჩუა და რუსუდან ბოლქვაძე. ჩვენი სკოლის დამსახურებაც არის, ამ წარმატებას რომ მივაღწიეთ. ეს იყო პირველი
You must have Flash Player installed in order to see this player.
მცდელობა, როცა ვცადეთ ხელსაწყოს გამოგონება, ვსწავლობდით ფიზიკას და ერთად ვუშაობდით ამ გამოგონებაზე.

- როგორ გამოიყურება თქვენი ხელსაწყო?
- ეს არის ჩვეულებრივი ქამარი, რომელზეც დამაგრებულია ჩამრთველი, შუქ-დიოდი და USB პორტი. გარედან არ ჩანს ეს ყველაფერი, ამას მოყვება სამაჯური, რომლითაც ოთხი ნეოდიუმის მაგნიტია დამაგრებული. გენეტატორი შედგება ქამრისა და სამაჯურისგან, რომელიც ასევე ასრულებს საათის ფუნქციას (იგეგმება SMART WACH-ის ფუნქციის დამატება), აქსესუარი ვიზუალურად არაფრით გამოირჩევა ანალოგებისაგან, თუ არ ჩავთვლით ფუნქციურ დატვირთვას.

- რამდენი ხანი სჭირდება თქვენი ხელსაწყოს დამუხტვას?
- ამ მონაცემებით რაც გავაკეთეთ, აკუმულატორის დატენვას სჭირდება 7 საათი. ბიჭები მუშაობენ ამ მონაცემის 3 საათამდე დასაყვანად. ეს არის გარანტირებული, პორტატული ენერგიის წყარო, რომელსაც ყველგან გამოვიყენებთ. ვაპირებთ ამ შედეგის გაუმჯობესებას კონკურსისთვის, რომელიც არიზონას შტატში ჩატარდება, ჩვენთან ერთად ამერიკაში კიდევ ოთხი გუნდი გადის საქართველოდან.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
კომენტარები (8)
28.02.2016
თამაზი
დიდ წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო
16.02.2016
მერაბი
წარმატებებს ვუსურვებ ამ ბავშვებს,ასეთი სასიამოვნო ამბები მოგვაწოდეთ ჟურნალისტებმაც უფრო გავიხარებთ ვიდრე თქვენი კოლეგების გახდაზე და ჩახდაზე რომ გვიწერთ,ამრავლოს ღმერთმა ასეთი ბავშვები!
მსგავსი სიახლეები
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში კერძო და სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად კონკურსები გამოაცხადა.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საკადრო რეზერვის შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, გასაუბრება 900-მდე კონკურსანტმა გაიარა, მათ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, 21 ქულა გადალახეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.
თბილისში, ტექნოლოგიურ პარკში დღეს კანის ახალგაზრდული ფესტივალის შესარჩევი კონკურსი დაიწყო.
შვედეთში დარეკვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მაგრამ შვედეთთან დაკავშირება სულ სხვა საქმეა.
სამეწარმეო დიზაინის კონკურსი Electtrolux Design Lab ყოველწლიურად ტარდება.
ქართველი სტუდენტის ნიკოლოზ გაჩეჩილაძის ინოვაციური იდეა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო კონკურსის Global Innovation through Science and Technology ნახევარფინალში მოხვდა.
აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის ინიციატივით, ადამიანი, რომელიც ტროტუარზე სიარულის პარალელურად, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს კითხულობს, 50 აშშ დოლარით დაჯარიმდება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
25.05.2016
თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში მცხოვრებმა თექის ოსტატებმა, დებმა ქოთილაიძეებმა, რომში თექისა და ნარუქის სახელოსნო „მწყემსის სახლი“ გახსნეს.
სრულად
24.05.2016
გამოცემა Time ისეთი წარმატებული ადამიანების რჩევებს სთავაზობს ახალგაზრდებს, ვინც ახლახან დაამთავრეს სკოლა, როგორებიც ბარაკ ობამა, მადლენ ოლბრაიტი და მაიკლ ბლუმბერგი არიან.
სრულად
22.05.2016
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ბილ გეიტსის მეუღლე მელინდა გეტსი ეკონომიკაში ქალის როლზე, ქველმოქმედებასა და მსოფლიოში საჭირო ცვლილებებზე საუბრობს.
სრულად
19.05.2016
შოთა ლაგაზიძე 26 წლის თუში მეღვინეა. ტურიზმის მენეჯმენტიდან ქვევრის ღვინის ბრენდირებულ წარმოებამდე გზა მეგობართან ერთად გაიარა და საკუთარი ბრენდი ,,ლაგაზი“ შექმნა.
სრულად
17.05.2016
32 წლის რატი როსტომაშვილი ახმეტის რაიონის სოფელ ოდლისიდანაა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
25.05.2016
26.05.2016
USD
1
USD
2.1474
2.1473
EUR
1
EUR
2.4014
2.3925
GBP
1
GBP
3.1324
3.1385
RUB
100
RUB
3.2100
3.2568