რას საქმიანობენ დღეს სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანი ქალები
26 თებერვალი / 2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მოქმედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, წინამორბედი მმართველები მაღალ თანამდებობებზე ქალბატონების სიჭარბით გამოირჩეოდნენ. თუმცა, მათი უმრავლესობა დღეს საჯაროდ ნაკლებად ჩნდება.

"კვირის პალიტრა" ყოფილი მაღალჩინოსანი ქალბატონების ბედით დაინტერესდა:

ვერა ქობალია
2010 წელს კანადიდან თბილისში პირდაპირ მინისტრის სავარძელში მოხვედრილ 28 წლის ქალს ეკონომიკის სამინისტრო ისე ჩააბარეს, ფაქტობრივად, არავინ იცნობდა. თუმცა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა და თითქმის სამი წლის განმავლობაში ჭორები არ მოჰკლებია. დღეს მისი ცხოვრება რადიკალურად განსხვავებულია - 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ჯერ სააკაშვილის მრჩევლად დაინიშნა, მოგვიან­ებით, ტურისტული ბიზნესი წამოიწყო, რამ­დენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ყოფილი მინისტრი ავსტრალიის მთავრობამ ინდონეზიაში საერთაშორისო ბიზნესმრჩევლად მიიწვია. როგორც ვერა ქობალია აღნიშნავს, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაქსიმალურად ცდილობს თავისუფალი დრო შვილთან, სამი წლის ანასტასიასთან გაატაროს.

ხათუნა კალმახელიძე
ხათუნა კალმახელიძე სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე 2009 წლის 21 დეკემბერს დაინიშნა და აღნიშნულ თანამდებობას 2012 წლის 19 სექტემბრამდე იკავებდა. ვერა ქობალიას მსგავსად, საზღვარგარეთ 15-წლიანი ცხოვრების შემდეგ, საქართველ­ოში პირდაპირ მინისტრთა კაბინეტის წევრად დაბრუნდა. ამბობენ, რომ მან განათლება ამერიკაში, სააკაშვილთან ერთად მიიღო. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხათუნა კალმახელიძემ საქართველო დატოვა­ და ოჯახთან ერთად მონაკოში გაემგზავრა. ცნობილია, რომ კალმახელიძე მონაკოს პრინცის ოჯახთან მეგობრობს, მისი ბიძა კი ევროპის პოლიტიკურ წრეებში­ გავლენიან ფიგურად ითვლება. ითქვა ისიც, რომ ექსმინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სწორედ ბიძ­ამისის გავლენით შეჩერდა. კალმახელიძე პერიოდულად საქართველოსაც სტუმრობს­.

ნინო კალანდაძე
ნინო კალანდაძე პოლიტიკაში 2004 წელს გამოჩნდა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" სიით პარლამენტის წევრი და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. 2008 წლიდან 2012 წლამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა. 2012 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას და იმავდროულად კავკასიის უნივერსიტეტის დეკანია. 2015 წელს კალანდაძე­ ფონდ "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" მმართველად დაინიშნა. ნინო კალანდაძეს ხუთი წლის ვაჟი ჰყავს.

ეკა ტყეშელაშვილი
ხელისუფლების ცვლილებამდე ეკა ტყეშელაშვილს ვიცე-პრემიერისა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტ­რის თანამდებობა ეკავა. მანამდე კი პრეზიდენტის მრჩეველი გახლდათ ეროვნული უშიშროების საკითხებში. ეკა ტყეშელაშვ­ილს ასევე ეკავა საგარეო საქმეთა მინისტ­რის, გენერალური პროკურორისა და იუს­ტი­ციის მინისტრის თანამდებობები. 2012 წლის არჩევნების შემდეგ მან არასამთავრობო ორგანიზაცია - "საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი" შექმნა, რომლის პრეზიდენტიც თავადვე გახდა.

მაია ნადირაძე
მაია ნადირაძე თავდაპირველად "ტრადი­ციონალ­ი­სტთა პარტიის" წევრი
გახლდათ, ნინო ბურჯანაძესთანაც მეგობრობდა, მაგ­რამ მოულოდნელად არჩევანი მიხეილ სა­აკაშვი­ლზე გააკეთა.­ სკანდალური გამონათქვამების გამო, 2006 წელს ნადირაძემ პოლიტიკურ კულის­ებში გადაინაცვლა, თუმცა "ნაციონალური მოძ­რაობის" ლიდერებთან ერთად, საჯარო­ სივ­რცეში 2012 წელს ისევ გამოჩნდა - სპორტის სასახლეში შეკრებილ ყოფილ თან­აპარტიელებს შეუერთდა. პოლიტიკიდან­ წასვლის შემდეგ ნადირაძე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში მუშაობდა და სოლიდური ანაზღაურებაც ჰქონდა. როგორც 2014 წლის დეკლარაციაში აქვს მითითებული, 2013 წელს ხელფასის სახით 287. 110 ლარი მიიღო. ექვსი წლის განმავლობაში კი ამ საქმიანობამ მილიონნახევრამდე ლარის შემოსავალი მოუტ­ანა. მას კომისიის წევრობის ვადა 2015 წელს ამოეწურა.

ეკა შარაშენიძე
ეკატერინე შარაშენიძე სააკაშვილის გვერდით 2006 წელს გამოჩნდა.­ ისიც საზოგადოებამ ეკონ­ომიკის მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ გაიცნო, თუმცა მაღალი თანამდებობის დატოვებამ მალევე მოუწია. ეკა შარაშენიძე სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ეკონომიკურ საკითხებში, თბილისის მერიასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. თანამდებობებზე ყოფნისას შარაშენიძეს ორმაგი, ქართულ-ამერიკული მოქალაქეობა­ ჰქონდა. როგორც ამბობენ, დღეს ის ამერ­იკაში ცხოვრობს და კერძო კომპანიაშია დასაქმებული.

ალანა გაგლოევა
ალანა გაგლოევა პრეზიდენტის ადმი­ნ­ი­სტრაციის პრესმდივნად 2009 წელს დაინიშნა,­ თუმცა მალევე ამ თანამდებობაზე­ ნა­თია ბანძელაძემ ჩაანაცვლა, გაგლოევას­ კი ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული კულტურული საკითხების მოგვარება ჩაა­ბარეს. ხელისუფლების ცვლილების შემდ­ეგ გაგლოევა საჯარო სივრცეში გამოჩენას­ ერიდება. ცოტა ხნის წინ დედა გახდა და პატარა გუგას ზრდის. მისი მეუღლე ბიზნესმენი ნიკა გუგეშაშვილია.

რუსუდან შელია
წყარო: "კვირის პალიტრა"
იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე
კომენტარები (8)
28.02.2016
მეგზური
რაც შეეხება სააკაშვილის კაბინეტის ქალბატონებს,,, შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ ვინც შესძლო იმ დიდი ტემპის გაძლება რომელიც მიშას ქონდა ბოლომდე შემორჩა... ვინც ვერ გაძლო უფრო დაბალი დონის სამსახურში გადაიყვანეს... არა ეხლა მანანას ჰკითხავდნენ.
28.02.2016
მეგზური
ქალბატონო მანანა, როდესაც ვკითხულობ თქვენისთანა პიროვნებების კომენტარებს მინდება თქვენს თავში ჩახედვა,,, საინტერესოა როგორ არის თქვენისთანების ტვინი მოწყობილი....
მსგავსი სიახლეები
ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა მისი იყო, რითაც სააკაშვილი აღფრთოვანდა, თუმცა ბათუმში სასაცილო პროექტი გააკეთა.
თბილისის მერიაში უახლოეს მომავალში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
"მეტ ჰოტელის" საკონფერენციო დარბაზში გერმანული ბანკის 13 ქვეყნის ფილიალიდან, მათ შორის საქართველოდან, 500-ზე მეტმა წარმომადგენელმა მოიყარა თავი
საზღვარგარეთ ყოფნის დროს კონკრეტული მომსახურების თუ ნივთის შეძენის დავალებას პირადად პრეზიდენტისგან ვიღებდით
თბილისის მერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომლის დაკავებას ეხმაურება.
ბელგიის ტრანსპორტის მინისტრი, ჟაკლინ გალანი თანამდებობიდან გადადგა. როგორც euronews.ge უცხოურ მედიაზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი მინისტრის მიმართ გამოთქმული ბრალდებები გახდა.
მომავალი წლიდან თანამდებობის პირების მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციები მონიტორინგს დაექვემდებარება.
საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლებას კერძო სექტორთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ზაზა დოლიძე ფეხბურთის განვითარების ფონდს ჩაუდგა სათავეში.
რუბრიკის სხვა სიახლეები
25.05.2016
თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში მცხოვრებმა თექის ოსტატებმა, დებმა ქოთილაიძეებმა, რომში თექისა და ნარუქის სახელოსნო „მწყემსის სახლი“ გახსნეს.
სრულად
24.05.2016
გამოცემა Time ისეთი წარმატებული ადამიანების რჩევებს სთავაზობს ახალგაზრდებს, ვინც ახლახან დაამთავრეს სკოლა, როგორებიც ბარაკ ობამა, მადლენ ოლბრაიტი და მაიკლ ბლუმბერგი არიან.
სრულად
22.05.2016
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ბილ გეიტსის მეუღლე მელინდა გეტსი ეკონომიკაში ქალის როლზე, ქველმოქმედებასა და მსოფლიოში საჭირო ცვლილებებზე საუბრობს.
სრულად
19.05.2016
შოთა ლაგაზიძე 26 წლის თუში მეღვინეა. ტურიზმის მენეჯმენტიდან ქვევრის ღვინის ბრენდირებულ წარმოებამდე გზა მეგობართან ერთად გაიარა და საკუთარი ბრენდი ,,ლაგაზი“ შექმნა.
სრულად
17.05.2016
32 წლის რატი როსტომაშვილი ახმეტის რაიონის სოფელ ოდლისიდანაა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
26.05.2016
27.05.2016
USD
1
USD
2.1473
2.1473
EUR
1
EUR
2.3925
2.3925
GBP
1
GBP
3.1385
3.1385
RUB
100
RUB
3.2568
3.2568