23 წლის ფერმერი გოგო სოფელ დარჩელიდან
23 წლის ფერმერი გოგო სოფელ დარჩელიდან
4 მარტი / 2016
მარიკა კოდუა ზუგდიდის რაიონ სოფელ დარჩელში ცხოვრობს და სამ სხვადასხვა მეურნეობას ერთდროულად უძღვება.
23 წლის მარიკას უკვე საფუძვლიანად შეუძლია საუბარი დარგში არსებულ პრობლემებსა თუ გამოწვევებზე და მისი არგუმენტების უკან უკვე მრავალწლიანი ფიზიკური შრომა, თითოეულ სფეროსთან უშუალო შეხება და პირადი გამოცდილება დგას. მცირე ასაკის მიუხედავად, მარიკამ უკვე გადმოიბარა მშობლების მიერ წამოწყებული თხილისა და თაფლის მეურნეობაც და ოჯახურ ბიზნესს კიდევ ერთი ახალი, სილოსის საწარმო შემატა.

მარიკა კოდუა: ,,სიმინდის სილოსი ვაკუუმში შეფუთული საქონლის საკვებია, რომელიც წელს პირველად გამოუვუშვით სარეალიზაციოდ. გამოიყენება საქონლის საკვებად და ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ჩვენს რეგიონში სავარგულების უმრავლესობა თხილს უკავია, შესაბამისად, საძოვრების ნაკლებობაა. ადგილობრივებს თივაც კი გორიდან მოაქვთ. სილოსს მცირე ფერმერები საქონლის საკვებად იყენებენ. საქართველოსთვის ინოვაციური პროდუქტია და მე ვფიქრობ, ძალიან ხელსაყრელიც.“

კოდუების საკუთრებაში არსებული სილოსისა და თხილის გადამამუშავებელი საწარმოები ერთმანეთისგან ნახევარი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მარიკას ოჯახმა თხილის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 2001 წლიდან დაიწყო. ნედლეულის ნაწილს საკუთარი პლანტაციებიდან, ნაწილს კი ადგილობრივი მოსახლეობისგან იღებენ. მარიკა ნედლეულის აღებიდან მის რეალიზაციამდე საჭირო ყველა საქმეს თავად უძღვება და აქტიურადაა ჩართული მეფუტკრეობის სფეროშიც.
კოდუების ოჯახი ყოველწლიურად 70 სკისგან 2 ტონამდე თაფლს იღებს. პროდუქტი მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. მარიკას თაფლის ბრენდირებაზეც ნაფიქრი აქვს, მაგრამ მწირმა ბაზარმა და დროის ნაკლებობამ ჯერჯერობით, გეგმებში კორექტივების შეტანა აიძულა. ახალგაზრდა ფერმერი მიიჩნევს, რომ ქვეყანას ამ კუთხით კარგი საექსპორტო პოტენციალი აქვს.
- სოფლის მეურნეობის სამ სფეროში ერთდროულად ხართ ჩართული. საქმიანობისას რა ძირითად პრობლემებთან გიწევთ შეხება?
- განსაკუთრებული პრობლემა სოფლის მეურნეობაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა. სოფელში არსებული ქონება ნაკლებად ლიკვიდურად აღიქმება, მით უმეტეს მიწის რესურსი, შესაბამისად ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ჩვენთვის დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებით ჭიანურდება საქმე, თუ ახალგაზრდა ადამიანს ზურგს არავინ უმაგრებს. ქარხანას რომ ვაშენებდი, მიწის გაფორმებასთან დაკავშირებით, დიდ სირთულეებს გადავაწყდი. ზემოდან ინიციატივები მოდის, მაგრამ მათი განხორციელება ადგილობრივ დონეზე არ ხდება და ფერხდება. განკარგულებების უმრავლესობა ქვედა დონეზე არ სრულდება და ამას სამწუხაროდ, არავინ აკონტროლებს.
- თუმცა, ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობა ერთ-ერთ პრიორიტეტადაა მიჩნეული...
- მართალია, მთავრობის განცხადებებით, სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად არის
You must have Flash Player installed in order to see this player.
მიჩნეული. მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, დარგის აღორძინება არ მოხდება თუ ინვესტიცია ახალგაზრდებში და მათ განათლებაში არ ჩაიდო. უდავოა, რომ სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა აუცილებელი. ამას კი დიდი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. დღესდღეობით გლეხს ყველაფრის გაკეთება ხელით უწევს, რაც თვითღირებულებას ზრდის და ჩვენი პროდუქცია იმპორტულს კონკურენციას ვერ უწევს.
ახალი ინიციატივები, გრანტები, სასწავლო პროგრამებია საჭირო. სოფლის მეურნეობის სფერო დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ამ დარგში ბიზნესის კუთხით განვითარება ახალგაზრდა თაობისთვის განსაკუთრებით რთულია. არადა, თუ ახალგაზრდების დაინტერესება არ იქნა, ძველ თაობას რაც არ უნდა თანამედროვე ტექნოლოგიები დაულაგო, იმ შედეგს ვერ მიიღებ, რაც საჭიროა. რომ იტყვიან, ,,ახალი სისხლია” საჭირო.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეუძლია ქართულ პროდუქტს კონკურენცია გაუწიოს იმპორტირებულს?
- სოფლის მეურნეობა ეკონომიკასთან პირდაპირ კავშირშია. ჩვენი მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა ძალიან დაბალია. რომ გავიძახით, რატომ ღირს ჩვენი პომიდორი სამი ლარი, თურქული კი ლარნახევარიო, თურქებს უზარმაზარი მასშტაბის ეკონომიკა, უმსხვილესი წარმოებები და სახელმწიფოს მხრიდან დახმარებები აქვთ. ადგილობრივმა წარმოებამ სული რომ მოითქვას, აუცილებელია კვოტები დაწესდეს ისეთ იმპორტულ პროდუქტებზე, რომლის წარმოება საქართელოში პრიორიტეტად იქნება მიჩნეული. გლეხის მიერ მცირე სათბურებში მოყვანილი პროდუქტი ასმილიონიან თურქულ კომპანიას კონკურენციას ვერასოდეს გაუწევს. კვოტების დაწესება და ხარისხის კონტროლი აუცილებელია. ეს ყველაფერი რომ მოხერხდება, შემდეგ უკვე სფეროც მიმზიდველი გახდება და ადგილობრივი წარმოების მასშტაბებიც მოიმატებს. წარმოებას რომ გავზრდით, ფასებიც დაიწევს. რაც მთავარია, შევჭამთ ქართულს და არა - სხვა ქვეყანაში გაზით მოყვანილ პროდუქტს.
- თქვენ როგორ ახერხებთ მუდმივ განვითარებას და რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამსახურის ძიებაში არიან და არც უფიქრიათ სოფლის მეურნეობის სფეროში ძალების მოსინჯვა?
- პირველ რიგში, მთავარია მონდომება. მე ყველაფერს ჩემს მშობლებს ვუმადლი. მათ მასწავლეს შრომის ფასი. მუდამ მქონდა მათგან მხარდაჭერა და საკუთარი მოტივაცია. სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობა დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ეს არ არის ის დარგი, სადაც განკარგულებების გაცემა კაბინეტიდან შეგიძლია. ვიღაცის დაქვემდებარებაში ყოფნა, ჩემი აზრით, რაღაც ეტაპზე აჩერებს ადამიანის განვითარებას. რადგან მუშაობ და გაქვს გარკვეული ანაზღაურება, შეიძლება იდეები გქონდეს, მაგრამ მათ განხორციელებას ნაკლები დრო დაუთმო. რატომღაც თავიდანვე ვერ წარმომედგინა ჩემი თავი სხვის დაქვემდებარებაში. ვფიქრობ, მთავარია შრომისმოყვარეობა და მონდომება. სოფლის მეურნეობის სფეროში ძალიან დიდი რისკებისგან დაზღვეული არ ხარ, პირველ წელსვე შეიძლება ყველაფერი დაკარგო, მაგრამ თუ საქმეზე გული არ აგიცრუვდება და შემართება გექნება, ყველაფერი მოგვარებადია. ადრე თუ გვიან, შრომა აუცილებლად დაფასდება.

ქრისტინე გამთენაძე


კომენტარები (10)
06.03.2016
გიო
შრომის დაფასების რაგითხრა მაგრამ წელში კი გაწყდები ნამდვილად . მთელი ბავშვობა ძროხის ძებნას შევალიე და მათ სამლის გროვებას . ახალი ტექნოლოგიების მჯერა და რაგაცას კიდე იზამდა კაცი მაგრამ რეალიზება ამხელა კონკურენციის ფონზე . თურქეთიდან კვერცხი რო არშემოდიოდეს უკრაინიდან ხახვი არშეიძლება ? თურქულ პომიდორს და კიტრს ჩვენი არჯობია ? მთავრობა წინა პლანზე ჩვენს პროდუქციას რო დააყენებდეს და რაგაც ბალანსი იქნებოდეს დაცული სოფლის მეურნეობას მერე მიცემოდა ფასი .
05.03.2016
სოსო
ასეთი ახალგაზრდები მომცონს,ნოვატორები და შრომისმოყვარეები
მსგავსი სიახლეები
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთისთვის უვიზო რეჟიმი 1-ელი ივლისიდან არ ამოქმედდება.
ქართული მატყლის ნიმუშები ევროპის რამდენიმე ქვეყანაშია გაგზავნილი.
მიმდინარე წელს ქართული წვრილფეხა ცხოველი პირველად გავიდა ექსპორტზე ეგვიპტეში.
ბელგიაში საქართველოს საელჩოს, ვალონიის, ფლანდრიის და ბრიუსელის რეგიონის ექსპორტისა და საინვესტიციო სააგენტოების ორგანიზებით ბიზნეს კონფერენცია ''Belgium-Georgia Partnerships: A promising Match" გაიმართა.
სასტუმრო „თბილისი ქორთიარდ მარიოტში“ თხილის დარგის განვითარების მესამე ფორუმი მიმდინარეობს.
ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია ,,იმერეთი გრინერი” სამტრედიაში ახალ სასათბურე მეურნეობას გახსნის.
2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3287 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 8 პროცენტით მეტია.
სოკოს მწარმოებელი კომპანია ,,თეთრი ქუდის” ახალი საწარმო შემოდგომამდე ამოქმედდება.
ბოლო ათი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ყველაზე მეტად საქართველოს ორი რეგიონი - შიდა ქართლი და კახეთი დააზარალა.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შემდეგ, საქართველოს პირველად აქვს შესაძლებლობა, ქართული თაფლი გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გარეშე
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.05.2016
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ბილ გეიტსის მეუღლე მელინდა გეტსი ეკონომიკაში ქალის როლზე, ქველმოქმედებასა და მსოფლიოში საჭირო ცვლილებებზე საუბრობს.
სრულად
19.05.2016
შოთა ლაგაზიძე 26 წლის თუში მეღვინეა. ტურიზმის მენეჯმენტიდან ქვევრის ღვინის ბრენდირებულ წარმოებამდე გზა მეგობართან ერთად გაიარა და საკუთარი ბრენდი ,,ლაგაზი“ შექმნა.
სრულად
17.05.2016
32 წლის რატი როსტომაშვილი ახმეტის რაიონის სოფელ ოდლისიდანაა.
სრულად
15.05.2016
30 წელს მიტანებული ბევრი ადამიანი კრიტიკულად აფასებს საკუთარ ცხოვრებას და ხვდება, რომ ჯერ ღირებული არაფერი შეუქმნია.
სრულად
10.05.2016
26 წლის ბათუმელი თომა ხალვაში პროფესიით აგროინჟინერია. მისი ყოველი დღე დილის 6 საათზე, სახლიდან 35 კილომეტრის დაშორებით მდებარე ფერმერულ მეურნეობაში იწყება და ძირითადად, გვიან ღამემდე გრძელდება.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
23.05.2016
24.05.2016
USD
1
USD
2.1460
2.1459
EUR
1
EUR
2.4067
2.4045
GBP
1
GBP
3.1267
3.1047
RUB
100
RUB
3.2119
3.1996