მილიარდერი, რომელიც ფულის დაზოგვის მიზნით მეორად ტანსაცმელს იცვამს
მილიარდერი, რომელიც ფულის დაზოგვის მიზნით მეორად ტანსაცმელს იცვამს
12 მარტი / 2016
მულტინაციონალური კონცერნის Ikea-ს დამფუძნებელი, ინგვარ კამპრადი ამბობს, რომ იგი ფულის დაზოგვის მიზნით, მეორად ტანსაცმელს ყიდულობს. 90 წლის მილიარდერის თქმით, სწორედ მისი ხელმომჭირნეობის დამსახურებაა ის, რომ Ikea დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია.

„არ მგონია, რამე ისეთ ტანსაცმელს ვიცვამდე, რაც ძველმანების ბაზრობაზე
You must have Flash Player installed in order to see this player.
არ მიყიდია. ამით მინდა, რომ კარგი მაგალითი ვიყო სხვებისთვის“, - აღნიშნა კამპრადმა.

ამასთან, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ამბობს, რომ იგი არც თმის შეჭრაში იხდის ბევრს: „ძირითადად ვცდილობ თმა მაშინ შევიჭრა, როდესაც განვითარებად ქვეყანაში ვარ. მაგალითად, ბოლოს ვიეტნამში ვიყავი, სადაც თმა შევიჭერი“, - აღნიშნა კამპრადმა წლების წინ ერთ-ერთ შვედურ გამოცემასთან ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ კამპრადი 40 წელი შვეიცარიაში ცხოვრობდა იმის გამო, რომ მას შვედეთში მაღალი გადასახადები თავიდან აეცილებინა. ის შვედეთს 2014 წელს დაუბრუნდა.
ამასთან, ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის „მწვანეთა პარტიამ“ კომპანია Ikea 2009-2014 წლებში 1 მილიარდი ევროს ოდენობის გადასახდების თავიდან არიდებაში დაადანაშაულა.
კომპანია Ikea სახლის მოსაწყობად საჭირო ავეჯისა და აქსესუარების დამზადება-გაყიდვით არის დაკავებული. იგი ინგვარ კამპრადმა 1943 წელს დააარსა.

„ბლუმბერგის“ მონაცემებით, კამპრადი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს. მისი ქონება 41.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
კომენტარები (15)
30.04.2016
მაია
ვაი ამის პატრონს, ამხელა ქონების პატრონია და ცხოვრებით ვერ ტკბება, გონია თან წაიღებს მაგ მილიარდებს
29.04.2016
ხათუნა
დაგეწვას ნეტა
მსგავსი სიახლეები
მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის მეუღლე ელენა ბატურინა რუსეთის ყველაზე მდიდარ ქალბატონად ზედიზედ მეორედ დასახელდა.
1744 წელს ირანის 139-წლიანი ბატონობის შემდეგ სვეტიცხოველში, ქრისტიანული წესით, ქართლის მეფედ ეკურთხა ბაგრატიონთა კახეთის შტოს წარმომადგენელი თეიმურაზ II
ამერიკელი მილიარდერის უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-მ „ეფლის“ აქციების წილი 55%-ით გაზარდა.
მსოფლიოში განთქმულ ამერიკელ ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებს, მუსიკალური კარიერის გარდა, წარმატებული ბიზნესიც აქვთ.
კომპანია USM Holdings-ის დამფუძნებელი ალიშერ უსმანოვი ახალი იახტის მფლობელი გახდა, რომელიც 600 მილიონი დოლარის ღირებულებისაა.
არც თუ ისე ბევრმა ადამიანმა იცის, რომ არსებობს დედამიწაზე ადგილები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო საჭიროებენ მუდმივ მცხოვრებლებს.
გასულ წელს მსოფლიოში 2 400-ზე მეტი მილიარდერი დაფიქსირდა.
გავლენიანი გამოცემა Forbes-ის ცნობით, 32 წლის ბიზნესმენის ქონება 1,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
დემეტრე II-ის მეფობისას, მისი სახელით თბილისის ზარაფხანაში იჭრებოდა სპილენძის ფული, რომელსაც მთლიანად ეროვნული სახე აქვს და მონღოლთა უზენაესობის არავითარ ნიშანს არ ატარებს.
რუსეთის სულ უფრო მეტი მოქალაქე თვლის საკუთარ თავს ღარიბად.
რუბრიკის სხვა სიახლეები
25.08.2016
სტატისტიკური მონაცემებით, კომპიუტერული პროგრამირების დარგში მეტწილად მამაკაცები დომინირებენ.
სრულად
18.08.2016
”ეფლის” გენერალური დირექტორი ტიმ კუკი The Washington Post-თან ინტერვიუში კომპანიაში გატარებულ ბოლო 5 წელიწადსა და დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს.
სრულად
16.08.2016
მარტინ სკორსეზეს ფილმი ”უოლ სტრიტის მგელი” უამრავმა კრიტიკოსმა ბოლო წლებში რეჟისორის საუკეთესო ნამუშევრად და ლეონარდო დი კაპრიოს საუკეთესო როლად მონათლა.
სრულად
15.08.2016
მსოფლიოში განთქმულ ამერიკელ ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებს, მუსიკალური კარიერის გარდა, წარმატებული ბიზნესიც აქვთ.
სრულად
08.08.2016
გავლენიანი გამოცემა Forbes-ის ცნობით, 32 წლის ბიზნესმენის ქონება 1,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
25.08.2016
26.08.2016
USD
1
USD
2.2976
2.2857
EUR
1
EUR
2.5915
2.5817
GBP
1
GBP
3.0418
3.0228
RUB
100
RUB
3.5471
3.5239