უცოლო მილიარდერები

მარტში „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებული მილიარდერთა რეიტინგის თანახმად, მსოფლიოში 1 810 მილიარდერია.

რეიტინგის უმრავლესობა 50 წელს გადაცილებული მილიარდერია, თუმცა ბევრი ახალი თაობის წარმომადგენელია, რომელთა შორის რამდენიმე ჯერაც დასაოჯახებელია.

სერგეი ბრინი

„გუგლის“ დამაარსებელი 42 წლის სერგეი ბრინი 36,5 მილიარდი დოლარის მფლობელია. „ფორბსის“ რეიტინგში ბრინი მე-13 პოზიციაზეა.

2013 წელს დასავლური ტაბლოიდები ხშირად წერდნენ, რომ ამერიკელ მილიარდერს „გუგლის“ ახალგაზრდა თანამშრომელთან ჰქონდა რომანი, რის გამოც 6-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს ანა ვოიცეკს დაშორდა. ეს უკანასკნელი „გუგლის“ რეკლამისა და კომერციის ვიცე-პრეზიდენტის სიუზან ვოიცეკის და გახლავთ.

სერგეი ბრინსა და მის ყოფილ მეუღლეს რამდენიმე ერთობლივი საქველმოქმედო პროექტი აქვთ, მათ შორის საკუთარი საქველმოქმედო ფონდი „ბრინ-ვოიცეკის ფონდი“, რომელიც უწინდებურად აგრძელებს მუშაობას.

ილონ მასკი

44 წლის ილონ მასკი, რომლის ქონებაც 12,9 მილიარდი დოლარი, სამხრეთ აფრიკიდანაა. 17 წლის წინ ის კანადაში გადაბარგდა, მოგვიანებით კი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და ცნობილი კომპანია „ტესლა მოტორსი“ დააფუძნა.

ილონ მასკი ორჯერ იყო დაოჯახებული, თუმცა ორივე ქორწინება უიღბლოდ დასრულდა. პირველ ცოლს ჟიუსტინ მასკი ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლისას შეხვდა. წყვილს ხუთი შვილი ჰყავს. თუმცა, 2008 წელს „ტესლას“ დამფუძნებელი ცოლს დაშორდა და ბრიტანელ მსახიობზე ტალულა რაილიზე იქორწინა. ამ უკანასკნელთა ქორწინებამ მხოლოდ ორ წელს გასტანა.

იან კუმი

მესინჯერ WhatsApp-ის დამაარსებელი 9,2 მილიარდი დოლარის მფლობელია. კუმი წარმოშობით უკრაინიდანაა და 16 წლის იყო, როდესაც დედასთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. მომავალი მილიარდერის დედამ ძიძად დაიწყო მუშაობა, თავად იანი კი ერთ-ერთ-ერთ დაწესებულებაში დამლაგებლად მოეწყო. როდესაც კუმის დედას სიმსივნე აღმოაჩნდა, ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო სოციალური დახმარება იყო. თუმცა ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა, როდესაც კუმი სამუშაოდ Yahoo-ში აიყვანეს, სადაც 2007 წლამდე მუშაობდა. 2009 წელს კი მან მესინჯერი WhatsApp შექმნა.

უცხოური მედიის ცნობით, 40 წლის მილიარდერი უკრაინული წარმოშობის მოდელთან, ევილინა მამბეტოვასთან აქვს რომანი.

ტომ პერსონი

31 წლის მილიარდერი H&M-ის დამფუძნებლის მემკვიდრეა. მისი ქონება ამჟამად 2,4 მილიარდ დოლარს შეადგენს. პერსონების ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ამჟამად სტოკჰოლმში ცხოვრობს და კინოინდუსტრიაში მუშაობს. აქამდე დაოჯახებული არ ყოფილა.

ევან შპიგელი

ამერიკელი ევან შპიგელი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია - 25 წლის ასაკში 2,1 მილიარდი დოლარის მფლობელია.

შპიგელმა რამდენიმე წლის წინ პოპოულარული სერვისი Snapchat დაარსა და დღემდე რჩება კომპანიის გენერალურ დირექტორად.

გავრცელებული ინფორმაციით, ევან შპიგელი მსახიობ ორლანდო ბლუმის ყოფილ მეუღლეს, მოდელ მირანდა კერის ხვდება, რომელიც „ფორბსის“ რეიტინგის თანახმად ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღურებადი მოდელია. მირანდა კერის შემოსავლი 5,5 მილიონი დოლარია.