უცოლო მილიარდერები
უცოლო მილიარდერები
20 მარტი / 2016
მარტში „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებული მილიარდერთა რეიტინგის თანახმად, მსოფლიოში 1 810 მილიარდერია.
რეიტინგის უმრავლესობა 50 წელს გადაცილებული მილიარდერია, თუმცა ბევრი ახალი თაობის წარმომადგენელია, რომელთა შორის რამდენიმე ჯერაც დასაოჯახებელია.
სერგეი ბრინი
„გუგლის“ დამაარსებელი 42 წლის სერგეი ბრინი 36,5 მილიარდი დოლარის მფლობელია. „ფორბსის“ რეიტინგში ბრინი მე-13 პოზიციაზეა.
2013 წელს დასავლური ტაბლოიდები ხშირად წერდნენ, რომ ამერიკელ მილიარდერს „გუგლის“ ახალგაზრდა თანამშრომელთან ჰქონდა რომანი, რის გამოც 6-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს ანა ვოიცეკს დაშორდა. ეს უკანასკნელი „გუგლის“ რეკლამისა და კომერციის ვიცე-პრეზიდენტის სიუზან ვოიცეკის და გახლავთ.
სერგეი ბრინსა და მის ყოფილ მეუღლეს რამდენიმე ერთობლივი საქველმოქმედო პროექტი აქვთ, მათ შორის საკუთარი საქველმოქმედო ფონდი „ბრინ-ვოიცეკის ფონდი“, რომელიც უწინდებურად აგრძელებს მუშაობას.
ილონ მასკი
44 წლის ილონ მასკი, რომლის ქონებაც 12,9 მილიარდი დოლარი, სამხრეთ აფრიკიდანაა. 17 წლის წინ ის კანადაში გადაბარგდა, მოგვიანებით კი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და ცნობილი კომპანია „ტესლა მოტორსი“ დააფუძნა.
ილონ მასკი ორჯერ იყო დაოჯახებული, თუმცა ორივე ქორწინება უიღბლოდ დასრულდა. პირველ ცოლს ჟიუსტინ მასკი ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლისას შეხვდა.
You must have Flash Player installed in order to see this player.
წყვილს ხუთი შვილი ჰყავს. თუმცა, 2008 წელს „ტესლას“ დამფუძნებელი ცოლს დაშორდა და ბრიტანელ მსახიობზე ტალულა რაილიზე იქორწინა. ამ უკანასკნელთა ქორწინებამ მხოლოდ ორ წელს გასტანა.
იან კუმი
მესინჯერ WhatsApp-ის დამაარსებელი 9,2 მილიარდი დოლარის მფლობელია. კუმი წარმოშობით უკრაინიდანაა და 16 წლის იყო, როდესაც დედასთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. მომავალი მილიარდერის დედამ ძიძად დაიწყო მუშაობა, თავად იანი კი ერთ-ერთ-ერთ დაწესებულებაში დამლაგებლად მოეწყო. როდესაც კუმის დედას სიმსივნე აღმოაჩნდა, ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო სოციალური დახმარება იყო. თუმცა ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა, როდესაც კუმი სამუშაოდ Yahoo-ში აიყვანეს, სადაც 2007 წლამდე მუშაობდა. 2009 წელს კი მან მესინჯერი WhatsApp შექმნა.
უცხოური მედიის ცნობით, 40 წლის მილიარდერი უკრაინული წარმოშობის მოდელთან, ევილინა მამბეტოვასთან აქვს რომანი.
ტომ პერსონი
31 წლის მილიარდერი H&M-ის დამფუძნებლის მემკვიდრეა. მისი ქონება ამჟამად 2,4 მილიარდ დოლარს შეადგენს. პერსონების ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ამჟამად სტოკჰოლმში ცხოვრობს და კინოინდუსტრიაში მუშაობს. აქამდე დაოჯახებული არ ყოფილა.
ევან შპიგელი
ამერიკელი ევან შპიგელი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია - 25 წლის ასაკში 2,1 მილიარდი დოლარის მფლობელია.
შპიგელმა რამდენიმე წლის წინ პოპოულარული სერვისი Snapchat დაარსა და დღემდე რჩება კომპანიის გენერალურ დირექტორად.
გავრცელებული ინფორმაციით, ევან შპიგელი მსახიობ ორლანდო ბლუმის ყოფილ მეუღლეს, მოდელ მირანდა კერის ხვდება, რომელიც „ფორბსის“ რეიტინგის თანახმად ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღურებადი მოდელია. მირანდა კერის შემოსავლი 5,5 მილიონი დოლარია.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია Ford Motor უახლოესი 5 წლის განმავლობაში პირველი თვითმავალი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს.
ამერიკელი მილიარდერის უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-მ „ეფლის“ აქციების წილი 55%-ით გაზარდა.
ბრიტანელი ჰიუ გროსვენორი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ახალგაზრდაა.
კომპანია USM Holdings-ის დამფუძნებელი ალიშერ უსმანოვი ახალი იახტის მფლობელი გახდა, რომელიც 600 მილიონი დოლარის ღირებულებისაა.
მფრინავი მანქანები მალე შესაძლოა, ფილმებიდან რეალობაში გადმოვიდეს.
გასულ წელს მსოფლიოში 2 400-ზე მეტი მილიარდერი დაფიქსირდა.
გავლენიანი გამოცემა Forbes-ის ცნობით, 32 წლის ბიზნესმენის ქონება 1,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
Tesla Motors-ის დამფუძნებლის, ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის განცხადებით, კომპანია ელექტრომობილების ახალი თაობების გამოშვებაზე მუშაობს.
Forbes-ის რუსულმა გამოცემამ ბაკურიანის კურორტი აქტიური საზაფხულო დასვენებისთვის განკუთვნილი, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ადგილების ტოპ-ათეულში შეიყვანა.
Facebook-მა მობილურ მესენჯერს WhatsApp 19 მილიარდი დოლარი გადაუხადა. აქედან 6,8 მილიარდი იან კუმის ანგარიშზეა - პროგრამისტის, რომელიც ერთ დროს მარკ ცუკერბერგმა დაიწუნა და სამსახურში არ აიყვანა...
რუბრიკის სხვა სიახლეები
18.08.2016
”ეფლის” გენერალური დირექტორი ტიმ კუკი The Washington Post-თან ინტერვიუში კომპანიაში გატარებულ ბოლო 5 წელიწადსა და დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს.
სრულად
16.08.2016
მარტინ სკორსეზეს ფილმი ”უოლ სტრიტის მგელი” უამრავმა კრიტიკოსმა ბოლო წლებში რეჟისორის საუკეთესო ნამუშევრად და ლეონარდო დი კაპრიოს საუკეთესო როლად მონათლა.
სრულად
15.08.2016
მსოფლიოში განთქმულ ამერიკელ ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებს, მუსიკალური კარიერის გარდა, წარმატებული ბიზნესიც აქვთ.
სრულად
08.08.2016
გავლენიანი გამოცემა Forbes-ის ცნობით, 32 წლის ბიზნესმენის ქონება 1,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
სრულად
04.08.2016
კახა კუჭავა პროფესიით იურისტია, კორპორაციული სამართლის სპეციალისტი, თუმცა ბოლო წლებში არნახულ წარმატებას ბიზნესში მიაღწია.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
23.08.2016
24.08.2016
USD
1
USD
2.2788
2.2789
EUR
1
EUR
2.5739
2.5824
GBP
1
GBP
2.9836
3.0038
RUB
100
RUB
3.5383
3.5175