ფილოლოგი ქალის კივის პლანტაციები
ფილოლოგი ქალის კივის პლანტაციები
23 მარტი / 2016
პროფესიით ფილოლოგმა, 2011 წლიდან სამეგრელოში, სოფელ ზემო ეწერში კივის პლანტაციების გაშენება დაიწყო და ბიზნესში ჩადებული 200 000 დოლარის მოცულობის ინვესტიცია უკვე 2 მილიონ დოლარამდე გაზარდა.
გერმანული და რუსული ენების ფილოლოგი ნონა თორდია დღეს წარმატებული ფერმერი და შპს „გემუანის“ მფლობელია.
უნივერსიტეტის კათედრაზე ერთწლიანი მუშაობის შემდეგ სწავლა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში გააგრძელა. შემდეგ ეტაპზე გერმანიაში მენეჯმენტი შეისწავლა. წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა ამერიკაში. როგორც თავად ამბობს, ყოველივე ამან დიდი გამოცდილება შესძინა და საბოლოოდ, სწორი ანალიზის საშუალება მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი სხვადასხვა ქვეყანაში აქვს გატარებიული, საზღვარგარეთ დარჩენაზე არასდროს უფიქრია და მუდამ იმაზე ოცნებობდა, მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანაში შეძლებისდაგვარად გამოეყენებინა.
,,სულ მინდოდა, ყველგან სიამოვნებით და სიამაყით მეთქვა, რომ საქართველოდან ვარ და ჩემს შვილებსაც ეამაყათ ამით!”
- როდის დაიწყეთ ფიქრი საკუთარ ბიზნესზე და რატომ მაინცდამაინც კივის პლანტაციები?
- შეიძლება ითქვას, მე და მამამ ერთად დავიწყეთ. მამა სამეგრელოდან არის. დიდხანს ვფიქრობდით, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა. საკუთარი ბიზნესის წამოწყების სურვილი მუდამ გვქონდა. როდესაც საუბრობ რეგიონში საქმიანობის დაწყებაზე, პირველი, რაც თავში აზრად მოგდის, სოფლის მეურნეობაა. გვქონდა მიწის ნაკვეთი, ვიცნობდით ადგილობრივ მოსახლეობას. ისიც ვიცოდით, რომ რეგიონში უმუშევრობა იყო. საკითხი კარგად შევისწავლეთ და გამოჩნდა, რომ მსოფლიო ბაზარზე კივის საკმაოდ დიდი დეფიციტია, ჩვენთან კი შესანიშნავი კლიმატია ამ უნიკალური ხილის პლანტაციებისთვის. 2011 წელს იდეა და ბიზნესგეგმა რეალობად ვაქციეთ.
- თავიდანვე აქტიურად იყავით ჩართული ყველა საკითხის დაგეგმვასა და მოგვარებაში?
- ვერ გეტყვით, რომ თავიდანვე ამდენად ჩართული ვიყავი, თუმცა ძირითად გადაწყვეტილებებს ყოველთვის მე ვიღებდი. მეორე წელია, რაც ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობ. ვფიქრობ, საკუთარ ბიზნესში ღრმად და ბოლომდე უნდა იყო ჩაბმული. სხვანაირად მაქსიმალურ შედეგს ვერ მიაღწევ. ამ ხნის განმავლობაში მენეჯმენტის სისტემა თანდათან გაიმართა. უკვე ყველაფერს თავად ვაკეთებ, იქნება ეს დოკუმენტაციის შედგენა, ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, შენობების დაპროექტება თუ სიახლეების დანერგვა. სისტემა გამართულია და თანდათან უფრო წყნარად ყოფნის საშუალება მაქვს. გვეუბნებიან, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი
You must have Flash Player installed in order to see this player.
საუკეთესო პლანტაცია გვაქვს, რაც საამაყოა.
- სირთულეები და პრობლემები...
- ზოგადად, საკმაოდ რთულია სოფლის მეურნეობის მიმართულება, ბევრი რისკი არსებობს. ეკონომიკურ თუ სოციალურ ფაქტორებთან ერთად, ბუნებრივი პირობებიც ხშირად ხელის შემშლელია. მაგრამ ყველაფერთან ერთად, ეს სფერო ძალიან საინტერესოა. ზოგჯერ ეხები საკითხს, რაც ნაკლებად იცი, თუმცა თუ სურვილი გაქვს და არ გეზარება, ადამიანი ძალიან ბევრ რამეში შეიძლება გაერკვე.
- ბევრ ქვეყანაში გიცხოვრიათ და სხვადასხვა სფეროში გიმუშავიათ. შეგიძლიათ თქვათ, რომ აგრობიზნესში თავს კომფორტულად გრძნობთ?
- ვმუშაობდი ფილოლოგად, ავიაციის სფეროში, ანალიტიკურ ცენტრში, ერთი პერიოდი საჯარო მოხელეც ვიყავი. თუმცა ახლა ვამბობ, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა ვიყო და სფერო, რომელშიც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ. ამ საქმისთვის შემიძლია ბოლომდე დავიხარჯო. აქ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, გადაწყვეტილებებს და მათზე პასუხისმგებლობასაც თავად ვიღებ და ეს საქმეს მიადვილებს. აგრობიზნესი ჩემთვის საკმაოდ საინტერესო დარგი აღმოჩნდა. დავინახე ძალიან დიდი პერსპექტივა. მიმართულებები, რაზეც შეიძლება კომპანიამ დაიწყოს ფიქრი.
- რას უკავშირებთ მიღწეულ წარმატებას და როგორია თქვენი მომავალი გეგმები?
- გასულ წელს ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობდით სტანდარტიზაციაზე და მივაღწიეთ იმას, რომ USAID-REAP-ის პროგრამის ფარგლებში მივიღეთ Global Gap-ის საერთაშორისო სერთიფიკატი, რაც აგრობიზნესში ჩართული ნებისმიერი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მის სანდოობაზე მიუთითებს. ეს წინ გადადგმული საკმაოდ დიდი ნაბიჯია. Global Gap-ის სერთიფიკატის ფლობა ნიშნავს, რომ გვაქვს სერიოზული, დალაგებული კომპანია კვალიფიციური პერსონალითა და გამართული ინფრასტრუქტურით. პირველ რიგში ვგეგმავთ, რომ ის ხარისხიანი პროდუქტი, რომელსაც ჩვენს პლანტაციაში ვიღებთ, ქართულ ბაზარზე რეალიზდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გავიდეს ექსპორტზე, ასევე ვაპირებთ ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმოს აშენებას.

ქრისტინე გამთენაძე
წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე
კომენტარები (9)
25.03.2016
ია
წარმატებები. დალიან სასიამოვნო და სასიხარულოა.
25.03.2016
პეპე
სინდისს მინდა გავცე პასუხი, ხომ უნდა დაუფიქრდე რას წერ? ეს ქალბატონი ამბობს რომ იქ მუშაობდა, ეს იმას არ ნიშნავს რომ მეპატრონეა "თბილავიამშენის".
მსგავსი სიახლეები
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტზე მუშაობას იწყებს, რომელიც ნატახტრიდან რუსთავამდე
ქვეყნის ეკონომიკური სტატუსი განისაზღვრება იმპორტ-ექსპორტის შეფარდებით და რაც უფრო მეტია ექსპორტი იმპორტზე, მით უფრო ძლიერია ქვეყანა ეკონომიკურად.
„მარტვილის წყალი“ ივლისიდან ექსპორტზე ეგვიპტეში გავა.
ექსპორტის ხელშეწყობისთვის სპეციალური სააგენტოს პრეზენტაცია თვის ბოლოს გაიმართება, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
წელს ქართულ კივს ჩვენს ბაზარზე თურქული და ირანული ჩაანაცვლებს
"ავტოდილერები ეჭვობენ, რომ პაკისტანელები მანქანებს საქართველოში აწყობენ და შემდეგ დიდი ფასდაკლებით ყიდიან რუსთავის ავტობაზრობაზე"
აზერბაიჯანში "ევრო 4"-ის სტანდარტთან დაკავშირებით დაწესებული აკრძალვის შემდეგ ავტომობილების რეექსპორტი, შესაძლოა, პაკისტანისა და ირანის მიმართულებით განხორციელდეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, პირველი მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად აზიის განვითარების ბანკის (ADB) ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
ქართული მინერალური წყალი „ხიხანი“ ორ თვეში ექსპორტზე უკრაინაში გავა.
მცხეთაში ახალი ხიდი აშენდება, - ამის შესახებ მცხეთის მერიაში აცხადებენ.
რუბრიკის სხვა სიახლეები
29.06.2016
„არ არსებობს ბიზნესი, რომელსაც ერთი წარმატების წილ 30 წარუმატებლობა არ აქვს“.
სრულად
21.06.2016
ქეთი ბერიშვილი 27 წლის მეღვინეა. მისი ოჯახი წლებია, მეღვინეობით არის დაკავებული.
სრულად
16.06.2016
„მივხვდი, რომ ჩემს ქვეყანას ავღანეთსა და ერაყში ვეღარ გამოვადგებოდი. ამიტომ გადავწყვიტე, ხელი ყველაზე უფრო ქართული საქმისთვის მომეკიდა“.
სრულად
15.06.2016
ნიგერიელმა ქალმა, რომელმაც ლატარეაში შთამბეჭდავი თანხა მოიგო, ფული ჩეკის გადაცემიდან 1 საათში ქუჩის მაწანწალას გადასცა.
სრულად
14.06.2016
20 წლის გრაფიკული დიზაინერი სანდრო ლალიაშვილი კანის ლომების ფესტივალის კონკურსის გამარჯვებულია.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
30.06.2016
01.07.2016
USD
1
USD
2.3423
2.3200
EUR
1
EUR
2.5976
2.5861
GBP
1
GBP
3.1394
3.1232
RUB
100
RUB
3.6552
3.6156