რამდენს ხარჯავენ ქორწილში მილიონერები და ცნობილი ადამიანები

გასულ კვირას მოსკოვში წლის ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ქორწილი გაიმართა.

რუსი მილიარდერის მიხაილ გუცერიევის ვაჟის ქორწილი დაუზუსტებელი ინფორმაციით, 50 მილიონი დოლარი დაჯადა.

ცნობილია, რომ ქორწილში პატარძალს ელი სააბის კაბა ეცვა, რომელიც 700 ათასი რუბლი ღირდა, ქორწილში მოწვეული მომღერლების ჰონარარმა კი 5-7 მილიონი ევრო შეადგინა.

ძვირადღირებულ ქორწილებზე არც სხვა ცნობილი ადამიანები ამბობენ უარს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

შონ პარკერი და ალექსანდრა ლენასი

„ფეისბუქის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მილიარდერი შონ პარკერი და მისი მეორე ნახევარი ალექსანდრა ლენასი 2013 წელს დაქორწინდნენ. ჟურნალ People-ს მონაცემებით, წყვილმა ქორწილის ცერემონიაზე 9 მილიონი დოლარი დახარჯა. სხვა ხარჯებთან ერთად, ქორწილის შემდეგ პარკერს 2,5 მილიონი დოლარი ჯარიმის გადახდა მოუწია დაცულ ტერიტორიაზე ქორწილის გადახდისთვის.

ჩელსი კლინტონი და მარკ მეზვინსკი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონისა და ამჟამინდელი საპრეზიდენტო კანდიდატის ჰილარი კლინტონის ქალიშვილის ჩელსი კლინტონისა და ბანკირ მარკ მეზვინსკის ქორწილზე დანახარჯმა 5 მილიონი დოლარი შეადგინა. პატარძალს ქორწილში ვერა ვონგის კაბა ეცვა. ქეითერინგ კომპანიების მომსახურების სანაცვლოდ, კლინტონებმა 750 ათასი დოლარი გადაიხდეს.

დონალდ ტრამპი და მელანია კნაუსი

ამერიკის საპრეზიდენო კანდიდატმა, მილიარდერმა დონალდ ტრამპა ახალგაზრდა მოდელზე მელანი კნაუსზე 2005 წელს იქორწინა. მილიარდერისთვის ეს მესამე ქორწინება იყო. შესაბამისად, ქორწილმა შედარებით „მოკრძალებულად“ ჩაიარა - ცერემონია 1 მილიონი დოლარი დაჯდა. პატარძალს კრისტიან დიორის 100 000 დოლარად ღირებული კაბა ეცვა.

ლაიზა მინელი და დევიდ გესტი

ამერიკლი პროდიუსერის დევიდ გესტისა და ლეგენდარული მსახიობის ლაიზა მინელის ქორწილს ხშირად ადარებენ „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიას. ნიუ იორკში სასტუმრო „რეგენტში“ ქორწილზე კინოსა და მუსიკის ცნობილმა ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი, მათ შორის მაიკლ ჯეკსონმა, ელიზაბეთ ტეილორმა, დაიანა როსმა, ტონი ბენეტიმა. ქორწილზე დანახარჯებმა 3,5 მილიონი დოლარი შეადგინა. თუმცა წყვილი ქორწინებიდან 1,5 წელიწადში დაშორდა.

პოლ მაკარტნი და ჰიზერ მილსი

წყვილმა 2002 წელს იქორწინა და საკმაოდ ძვირად ღირებული - 3 მილიონ დოლარად შეფასებული ქორწილი გადაიხადა. ქორწილში მხოლოდ ფოიერვერკის სანაცვლოდ 100 000 ფუნტი გადაიხადეს. ლეგენდარული მუსიკოსი მეუღლეს რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა.

შრისტი მიტალი და გულრაჯა ბეხელი

2013 წელს ინდოელმა ბანკირმა გულრაჯა ბეხელმა ინდოელი მაგნატის ლაკშიმ მიტალის ძმისშვილზე შრისტი მიტალზე იქორწინა. ქორწილი, რომელიც ბარსელონაში 3 დღეს გრძელდებოდა, 82 მილიონი დოლარი დაჯდა. ქორწილში 1000 ადამიანი იყო მიწვეული, რომლებიც ბარსელონას საუკეთესო სასტუმროებში - Hotel Arts-სა და W Barcelona-ში მოათავსეს.