თანამედროვე თვითმფრინავის ბორჯომელი ავტორი

ბორჯომელი ნიკო ბოსტოღანაშვილი ბავშვობიდან ოცნებობდა ფრენაზე, მაგრამ შესაფერისი განათლების მიღება პროფესიულ დონეზე ვერ შეძლო.

მიუხედავად ამისა, ხელი მაინც არ ჩაიქნია და სურვილი ისე აისრულა, რომ საკუთარი ხელით ააწყო თვითმფრენი.

"რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ მიზანს მივაღწიე, მაგრამ მისი დაშლა მომიხდა, რადგანაც ის აპარატი ბორჯომის რელიეფისთვის შეუფერებელი იყო და ახლა ჩვენი რელიეფისთვის შესაფერისს ვაკეთებ", - ამბობს ადამიანი, რომელიც ერთი პერიოდი გიჟადაც შერაცხეს, რაც ბატონ ნიკოს დიდად არ აღელვებს, რადგანაც იცის, რას და რატომ აკეთებს.

ავტორები: ლალი ფაცია, ლაშა რაიბული