ქალები, რომლებმაც კომპიუტერულ მეცნიერებაში გადატრიალება მოახდინეს

სტატისტიკური მონაცემებით, კომპიუტერული პროგრამირების დარგში მეტწილად მამაკაცები დომინირებენ.

მაგალითად, აშშ-ის შრომის ბაზრის სტატისტიკური ბიუროს ცნობით, შეერთებულ შტატებში ამ დარგში დასაქმებულთა 70% - მამაკაცია. მიუხედავად ამისა, არსებობს უამრავი მაგალითი, როდესაც IT-ტექნოლოგიების სფეროში ახალ აღმოჩენებს და უზარმაზარ მიღწევებს სწორედ ქალები აღწევდნენ.

მარგარეტ ჰამილტონი

მარგარეტ ჰამილიტონი პროგრამული ინჟინერიის ცენტრის დირექტორი იყო, რომელმაც კოსმოსურ პროგრამა „აპოლონისთვის“ საბორტო პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამა შექმნა. მისი ხელმძღვანელობით სპეციალისტთა ჯგუფმა დაწერა პროგრამა პირველი პორტატული კომპიუტერისთვისაც. მარგარეტ ჰამილტონი სისტემური პროგრამირების დარგში იმ დროის წამყვანი სპეციალისტი გახდა. 1986 წელს მან კომპანია Hamilton Technologies დააფუძნა.

გრეის ჰოფერი

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კონტრ-ადმირალი გრეის ჰოფერი კომპიუტერული პროგრამირების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. სწორედ ჰოფერმა შექმნა პროგრამირების ენა COBOL, რომელიც ციფრების ნაცვლად სიტყვებს იყენებს. გრეის ჰოფერის სახელს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ესკადრის ნაღმოსანი USS Hopper (DDG-70) ატარებს.

ჯგუფი „ენიაკი

ჯგუფი 6 პროგრამისტ ქალს აერთიანებდა, რომელიც საერთო დანიშნულების პირველი ელექტრონული ციფრული კომპიუტერის, ენიაკის შექმნაზე მუშაობდა. ეს იყო აშშ-ის შეიარაღებული ძალების საიდუმლო პროექტი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.

ადა ლავლეისი

ადა ლავლეისი ჯორჯ ბაირონის ქალიშვილია. ლავლესი ტექნოლოგიების ისტორიაში პირველ პროგრამისტად მიიჩნევა. ინგლისელ მათემატიკოსთან და გამომგონებელთან ჩარლს ბებიჯთან ერთად, ლავლესი მსოფლიოში პირველი შედარებით სრულყოფილი გამომთვლელი მანქანის შექმნაზე მუშაობდა. კერძოდ, ლავლეისმა აღნიშნული მოწყობილობისთვის პირველი პროგრამა დაწერა.

ჯოან კლარკი

მათემატიკოსი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან იმ მეცნიერთა ჯგუფში მუშაობდა, რომლებმაც გერმანული კოდური მანქანა „ენიგმა“ გაშიფრეს. ამ მოწყობილობას ნაცისტები მეორე მსოფლიო ომის დროს ფართოდ გამოიყენებდნენ.