"ფეისბუქის" გზა ჰარვარდის საერთო საცხოვრებლიდან მსოფლიო აღიარებამდე (ფოტოგალერეა)

„ფეისბუქის“ მომხმარებელთა რაოდენობა ყოველთვიურად 1,71 მილიარდს აღწევს, კომპანიის ღირებულება კი 364 მილიარდი დოლარია.

თუმცა, თავის დროზე მარკ ცუკერბერგმა ყველაფერი ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლიდან დაიწყო.

2003 წელს ჰარვარდის სტუდენტმა მარკ ცუკერბერგმა შექმნა პროგრამა Face mash. ეს იყო აპლიკაცია, სადაც სტუდენტების ფოტოებს აფასებდნენ. გაშვებიდან ერთ საათში აპლიკაციას 22 000 ნახვა ჰქონდა. რამდენიმე დღეში ჰარვარდმა პროგრამა დაბლოკა. ცუკერბერგი კი უნივერსიტეტმა დასაჯა, თუმცა უნივერსიტეტში დარჩენის უფლება მისცა.

2004 წლის 4 თებერვალს ცუკერბერგმა „ფეისბუქი“ ინტერნეტში ჩუშვა. გაშვებიდან ექვს დღეში გამოჩნდა სამი ჰარვარდის სტუდენტი - ტყუპები კემერონ და ტაილერ ვინკელვოსები და დივია ნარენდა, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რო მათ ცუკერბერგთან ჰქონდათ შეთანხება, რომ მათთვის შექმნიდა საიტს, თუმცა ამის მაგივრად ცუკერბერგმა ბიჭების იდეები მოიპარა და „ფეისბუქი“ შექმნა. 2008 წელს მათ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ერთ თვეში ჰარვარდის სტუდენტების ნახევარი „ფეისბუქის“ მომხმარებელი გახდა.

2004 წლის მარტისთვის „ფეისბუქს“ მოიხმარდნენ იელის, კოლუმბიისა და სტენფორდის უნივერსიტეტებში. ცუკერბერგმა თავისთან აიყვანა სტუდენტები დასტინ მოსკოვიცი, ედუარდო სავერინი, ენდრიუ მაკკოლამი და კრის ჰიუზი როგორც თანადამაარსებლები და მათი დახმარებით ცდილობდა ბიზნესის წარმოებას.

„ფეისბუქის“ პირველი სარეკლამო გაყიდვები გაშვებიდან რამდენიმე თვეში დაიწყო და აჩვენა, რომ ძალიან დიდი პოტენციალი ჰქონდა. ამ დროს საიტი ჯერ კიდევ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლიდან იმართებოდა.

2004 წელს ცუკერბერგმა „ჰარვარდში“ სწავლა მიატოვა ისევე, როგორც თავის დროზე ბილ გეითსმა.

2004 წლის შუაში ცუკერბერგმა ”ნაპსტერის” თანადამაარსებელი შონ პარკერი დაიქირავა კომპანიის პირველი პრეზიდენტის დარგში.

2004 წლის ივნისში ფეისბუქის ოფისი პალო ალტოში, კალიფორნიაში გადავიდა. ამ დროს ოფისი ძალიან ღარიბული იყო. მარკ ცუკერბერგი ოფისში შორტებით, ფეხშიშველი და ლუდით ხელში დადიოდა.

იმავე თვეს "ფეისბუქი" სხვადასხვა ოფისებში გადავიდა და პირველი გარე დაფინანსება მიიღო 500 000 დოლარის ინვესტიციით „ფეიფალის“ დირექტორის პიტერ თიელისა და ელონ მასკისგან.

2005 წელს 13.7 მილიონიანი დაფინანსება მოიპოვა. 2006 წელს შეიქმნა ნიუს ფიდი.

2007 წელს ცუკერბერგი „გუგლის“ მაშინდელ დირექტორს შერილ სენდბერგს შეხვდა შობის წვეულებაზე და „ფეისბუქის“ სახელმძღვანელო ოფისის უფროსად გადასვლაზე დაითანხმა.

„ფეისბუქი“ სწრაფად იზრდებოდა, სმარტფონების პოპულარობამ კი უფრო მეტი მომხმარებელი შეძინა საიტს.

2009 წელს ფეისბუქი უფრო დიდ ოფისში გადავიდა პალო ალტოში. 2010 წლისთვის საიტს თვეში ტრილიონი ნახვა ქონდა.

ფეისბუქი პოზიციონირდა როგორც ძლიერი პოლიტიკური ძალაუფლების მქონე საიტი. ეს საუკეთესოდ გამოჩნდა 2011 წელს ეგვიპტეში მომხდარი სახალხო ამბოხების დროს, რომლის ორგანიზება სწორედ „ფეისბუქის“ მეშვეობით შედგა.

„ფეისბუქმა“ 5 მილიარდი დოლარის ოდენობის საჯარო შეთავაზებას მიაღწია 2012 წლის 18 მაისს.

ცუკერბერგმა „როგორღაც“ გამონახა დრო და დიდი ხნის შეყვარებულზე პრისცილა ჩენზე იქორწინა.

„ფეისბუქი“ ყოველთვის თვალს ადევნებს სტარტაპებს, რომლებსაც მისთვის ზიანის მიყენების პოტენციალი აქვს. კომპანიამ გამოსვლისთანავე იყიდა რამდენიმე ასეთი სტარტაპი, მათ შორის ინსტაგრამი, რომელიც 2012 წელს ერთ მილიარდ დოლარად შეიძინა.

„ფეისბუქმა“ აგრეთვე 2 მილიარდ დოლარად შეიძინა ვირტუალური რეალობის კომპანია ”ოკულუსი” 2014 წელს და მობილური აპლიკაცია WhatsApp, რომელშიც 19 მილიარდი გადაიხადა.

2014 წლის 3 თებერვალს ფეისბუქს ათი წელი შეუსრულდა, ზრდის პარალელურად, ფეისბუქს მოუწია ოფისების გაზრდა.

წელს ფეისბუქმა ახალი ოფისი გახსნა, სადაც 2 800 ადამიანი მუშაობს.

კომპანიის მიზანია ცუკერბერგის მისიის შესრულება - დააკავშიროს მთელი მსოფლიო ერთმანეთს.

იხილეთ ფოტოგალერეა