6 უცნობი ფაქტი მილიარდერთა შესახებ

„ფორბსის“ 2016 წლის მილიარდერთა რეიტინგის თანახმად, მსოფლიოში მცხოვრები მილიარდერების ქონება საერთო ჯამში 6,48 ტრილიონი დოლარია.

პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი კვლავ ბილ გეითსია 75 მილიარდი დოლარით, რომელსაც „ინდიტექსის“ დამფუძნებელი ამანსიო ორტეგა მოსდევს 67 მილიარდი დოლარით, მესამე ადგილზე კი უორენ ბაფეტია 60,8 მილიარდი დოლარით.

გამოცემა MarketWatch მილიარდერების შესახებ ნაკლებად ცნობილ 6 ფაქტს გთავაზობთ.

ყველაზე მეტი მილიარდერი ევროპაში ცხოვრობს

ყველაზე მეტი მილიარდერი - 775 ევროპაში ცხოვრობს, შედარებით ნაკლები - 714 კი აზიაში. 609 მილიარდერი ცხოვრობს - ჩრდილოეთ ამერიკაში, 153 - ლათინურ ამერიკაში, 40 კი აფრიკაში. 

ყველაზე მეტი მილიარდერი მერწყულის ნიშნის ქვეშ არის დაბადებული

„ფორბსის“ 1996-დან 2015 წლის მილიარდერთა რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მეტი - 12,5% მილიარდერი მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არის დაბადებული. 10,3% - ვერძის ზოდიაქოთი, 10% კი თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ.

„ღმერთი“ მილიარდერია

„ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგში 527-ე პოზიციას იკავებს მილიარდერი გად (ინგლსურიდან ქართულად თარგმანში - ღმერთი) ნისანოვი, რომლის ქონება 3,5 მილიარდი დოლარია.

მილიარდერთა ნაწილმა თავის დროზე სწავლა მიატოვა

GoCompare-ის მონაცემებით, „ფორბსის“ მილიარდერთა 1996-2016 წლის რეიტინგის თანახმად, მილიარდერთა 14%-მა თავის დროზე კოლეჯში ან უმაღლეს სასწავლებელში სწავლა მიატოვა, 52%-ს ბაკალავრის დიპლომი აქვს, 27%-ს მაგისტრის, 7% კი დოქტორის.

მილიარდერებს ბევრი შვილი ჰყავთ

მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში ოჯახებს საშუალოდ ორი შვილი ჰყავთ, თუმცა მილიარდერების შემთხვევაში საქმე სხვანაირად არის. GoCompare-ის მონაცემებით, მილიარდერთა 21%-ს 5-ზე მეტი შვილი ჰყავს, 25%-ს - სამი შვილი, 17%-ს - 4, 23%-ს - 2, 9%-ს - ერთი შვილი, 5%-ს კი საერთოდ არ ჰყავს ბავშვები.

ახალგაზრდა მილიარდერთა რაოდენობა გაიზარდა

მსოფლიოში მილიარდერთა საშუალო ასაკი 67 წელია. თუმცა „ფორბსის“ 2016 წლის რეიტინგის თანახმად, ახალგაზრდა მილიარდერების რაოდენობა გაიზარდა. ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები ნორვეგიელი დები - 19 წლის ალექსანდრა და 20 წლის კატარინა ანდერსენები არიან. ნორვეგიელი დები ამერიკაში რომ ცხოვრობდნენ, მათ კანონი დალევის უფლებასაც კი არ მისცემდა.