ვინ არიან ახალგამომცხვარი ამერიკელი მილიარდერები

ამერიკულმა ”ფორბსმა” ახალგამომცხვარი ამერიკელი მილიარდერების სია გამოაქვეყნა.

იან კუმი

ქონება: $7,7 მილიარდი

ადგილი რეიტინგში: 62

ასაკი: 38

სიმდიდრის წყარო: WhatsApp

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

განათლება: მიატოვა სწავლა სან-ხოსეს უნივერსიტეტში

წარმოშობით უკრაინელი იანი, კალიფორნიაში დედასთან ერთად, 16 წლის ასაკში გადმოვიდა საცხოვრებლად. სოციალური დახმარების პროგრამით ოჯახმა დროებითი საცხოვრებელი ადგილი მიიღო. იანის დედა ბავშვების მომვლელად მუშაობდა, თვითონ იანი დამლაგებლად. როდესაც დედა კიბოთი დაავადდა, მათ ერთადერთ შემოსავალს სახელმწიფო დახმარება შეადგენდა. ოჯახს ფული მას შემდეგ გაუჩნდა, რაც იანი კომპიუტერებით დაინტერესდა და Yahoo-ში დაიწყო მუშაობა. 2009 წელს კუმმა WhatsApp გამოიგონა - მობილური მესენჯერი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. 2014 წელს ”ფეისბუქმა” მესენჯერი 19 მილიარდ დოლარად შეიძინა.

ელიზაბეტ ჰოლმსი

ქონება: $4,5 მილიარდი

ადგილი რეიტინგში: 110

ასაკი: 30

გამდიდრების წყარო: სამედიცინო ტექნოლოგიები

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

განათლება: მიატოვა სწავლა სტენფორდის უნივერსიტეტში

30 წლის ჰოლმსი - ”ფორბსის” რეიტინგში ყველაზე ახალგაზრდა ქალი მილიარდერია, რომელმაც სიმდიდრე საკუთარი შრომით დაიმსახურა და არა ანდერძით. 2003 წელს მან სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლა მიტოვა, რათა სწავლისთვის გამოყოფილი ფულით საკუთარი კომპანია Theranos შეექმნა. ჰოლმსის ბიზნესი - სისხლის ანალიზის ჩატარებაა. უნიკალური ტექნოლოგიის წყალობით, Theranos ანალიზის ჩაბარების პროცესს უფრო იაფს და მარტივს ხდის.

ბრაიან ეკტონი

ქონება: $3,4 მილიარდი

ადგილი რეიტინგში: 161

ასაკი: 42

გამდიდრების წყარო: WhatsApp

ოჯახი: დაოჯახებულია, ჰყავს 1 შვილი

2009 წელს ”ფეისბუქმა” უარი თქვა  Yahoo-ს ყოფილი ინჟინერის ბრაიან ეკტონის სამსახურში აყვანაზე. 5 წლის შემდეგ, მარკ ცუკერბერგის სოციალურმა ქსელმა ბრაიანს 3 მილიარდი დოლარი შესთავაზა, მის მიერ შექმნილი მობილური მესენჯერის WhatsApp -ის სანაცვლოდ. ეკტონი და იან კუმი კომპანია WhatsApp-ის დამაარსებლებად მიიჩნევიან.

ევან უილიამსი

ქონება: $3,1 მილიარდი

ადგილი რეიტინგში: 62

ასაკი: 42

სიმდიდრის წყარო: Twitter

ოჯახი: ცოლი და ორი შვილი

განათლება: მიატოვა სწავლა ლინკოლნის უნივერსიტეტში.

ბავშვობაში ევანი ფერმაში სიმინდის და სოიოს მოყვანით იყო დაკავებული და არა კომპიუტერული პროგრამირებით. უნივერსიტეტის მიტოვების შემდეგ, ევანმა საკუთარი პროგრამა განავითარა, რომლის ბაზაზეც მოგვიანებით ბლოგ-პლატფორმა Blogger აღმოცენდა. 2003 წელს პროგრამა კომპანია ”გუგლმა” შეიძინა. ინტერნეტ გიგანტიდან წამოსვლა ევანმა Twitter-ის გამო გადაწყვიტა. დღეს იგი ”ტვიტერის” აქციების 10%-ს ფლობს.

ტრევის კალანიკი

ქონება: $3 მილიარდი

ადგილი რეიტინგში: 190

ასაკი: 38

გამდიდრების წყარო: Uber

ოჯახი: იმყოფება სამოქალაქო ქორწინებაში

განათლება: მიატოვა სწავლა კალიფორნიის უნივერსიტეტში

Uber Technologies-ში კალანიკს გენერალური დირექტორის პოსტი უკავია. მთელი მისი ბიზნესი ლოგისტიკის ინოვაციურ სისტემას ეფუძნება, რომელიც 18,2 მილიარდი დოლარით ფასდება. დღეისათვის სერვისი კონკურენციას უწევს ტრადიციულ ტაქსოპარკებს აშშ-ში და მსოფლიოს 44 ქვეყანაში. ტრევისი კომპანიის აქციების 17%-ს ფლობს.

ჰარი სტაინი

ქონება: $2,5 მილიარდი

ადგილი რეიტინგში: 235

ასაკი: 72

სიმდიდრის წყარო: სოფლის მეურნეობა

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს ცოლი და ოთხი შვილი

ფერმერი აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მარცვლეულის მწარმოებელ კომპანიას ფლობს. მან მოახერხა უნიკალური ჯიშის სოიოსა და სიმინდის წარმოება. ჰარი პატარა ფერმერულ სახლში ცხოვრობს, რომელიც მისი ფირმის მთავარი ოფისიდან ასეულობით იარდის მოშორებით მდებარეობს. აქტიურად არის დაკავებული ქველმოქმედებით.

დუგლას ლიონი

ქონება: $2,1 მილიარდი

ადგილი რეიტინგში: 302

ასაკი: 57

სიმდიდრის წყარო: სარისკო კაპიტალის ინვესტიციები

ოჯახური მდგომარეობა: ცოლი და ოთხი შვილი

განათლება: მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, კორნელის უნივერსიტეტი.

Sequoia Capital-ის პარტნიორი წელს პირველად შეუერთდა მილიარდერების კლუბს. ინვესტიციებით დუგლასი უკვე 25 წელია დაკავებულია. იტალიელმა ემიგრანტმა გენუიდან, რომელსაც სკოლაში პასტას ეძახდნენ, გაიარა გზა ტუალეტის მრეცხავიდან და მუშიდან ერთ-ერთი ტოპ კომპანიის ხელმძღვანელობამდე.

დევიდ ვალენტასი

ქონება: $1,73 მილიარდი

ადგილი რეიტინგში: 372

ასაკი: 75

სიმდიდრის წყარო: დეველოპმენტი

ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული

დევიდ ვალენტასი - ჯადოსნობის მთავარი გენერატორი, რომელიც ბრუკლინის რაიონ დამბოში უკანასკნელი წლების განმავლობაში მოხდა. სამრეწველო ზონიდან ეს ტერიტორია ინჟინერების, მეწარმეების, მხატვრების და დიზაინერების ნამდვილ მექად იქცა. დღესდღეისობით მისი კომპანია Two Trees Management - მეგაპოლისის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა დეველოპმენტის განხრით.