10 ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი ვარსკვლავი

მომღერალმა, რომელიც ხუთი წლის წინ გარდაიცვალა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 140 მილიონი ამერიკული დოლარი მოაგროვა

ამერიკელი მომღერალი მაიკლ ჯექსონი, რომლის პედოფილიაში დადანაშაულებაც მისი სიკვდილის შემდეგ კვლავ გრძელდება, გარდაცვალების მიუხედავად, მაინც აგრძელებს მილიონების შოვნას.

მომღერალმა, რომელიც ხუთი წლის წინ გარდაიცვალა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 140 მილიონი ამერიკული დოლარი მოაგროვა. ეს თახნა მაიკლს სიკვდილის შემდეგ გამოსულმა მეორე ალბომმა მოუტანა და ბილბორდის მუსიკალურმა დაჯილდოებამ, სადაც მისი ჰოლოგრამა გამოჩნდა. ჯექსონს მეორე ადგილზე ყველაზე მაღალანაზღაურებად გარდაცვლილ ვარსკვლავებში ელვის პრესლი მოყვება 55 მილიონი დოლარით. მესამე ადგილზე ამერიკელი ბეისბოლის მოთამაშე ჩარლზ შულცია, რომელმაც წლის განმავლობაში 40 მილიონი დოლარი მოიპოვა.

ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი ადამიანების ათეული ასეთია:

1. მაიკლ ჯექსონი - 140 მილიონი

2. ელვის პრესლი - 55 მილიონი

3. ჩარლზ შულცი - 40 მილიონი

4. ელიზაბეტ ტეილორი - 25 მილიონი

5. ბობ მარლი - 20 მილიონი

6. მერლინ მონრო - 17 მილიონი

7. ჯონ ლენონი - 12 მილიონი

8. ალბერტ აინშტაინი - 11 მილიონი

9. თეოდორ გეიზელი - 9 მილიონი

10. ბრუს ლი - 9 მილიონი

მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.