მილიარდერები, რომელთაც კანონთან პრობლემები შეექმნათ

მოდის ფუძემდებლებს დომენიკო დოლჩეს და სტეფანო გაბანას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

სილვიო ბერლუსკონი - 9 მილიარდი დოლარი

2013 წელს სილვიო ბერლუსკონი იტალიური სენატიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც სასამართლომ იგი გადასახადების დაფარვასა და არასრულწლოვან სექსმუშაკთან სექსუალურ კავშირში დამნაშავედ სცნო. რის გამოც, სასამართლომ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში, ბერლუსკონის კუთვნილებაში არსებულმა ჰოლდინგ კომპანია Fininvest-მა ამერიკული ფილმებისა და ტელეგადაცემების უმრავლესობაზე შეიძინა უფლებები. ამის შემდეგ, ქვეყნის უდიდესმა სატელევიზიო კომპანია Mediaset-მა, რომელიც ასევე ბერლუსკონიმ დააფუძნა, მომატებულ ფასებში შეიძინა ეს უფლებები, რომლის მეშვეობითაც სილვიომ არალეგალურად 375 მილიონი დოლარი მოიპოვა. გარდა ამისა, სასამართლომ ჩათვალა, რომ ბერლუსკონის საგადასახადო ხაზინის 7 მილიონი ევრო მართებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ყოფილი პოლიტიკოსი ამჟამად 77 წლისაა, იგი ციხის ნაცვლად, გამოსასწორებელ სამუშაოებს შეასრულებს.

ტომას კვოკი - 12,6 მილიარდი დოლარი

კომპანია Sun Hung Kai Properties Ltd-ის ვიცე-პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს, ტომას კვოკს ჩინოვნიკების მოსყიდვაში ედება ბრალი. საქმესთან დაკავშირებით 2014 წლის მარტში კიდევ სამ ჰონკონგელ ჩინოვნიკს წაუყენეს ბრალდება. საქმეს კორუფციასთან მებრძოლი დამოუკიდებელი სახელმწიფო კომისია აწარმოებს.

დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა - 1,65 მილიარდი დოლარი

მოდის ფუძემდებლებს - დომენიკო დოლჩეს და სტეფანო გაბანას გასულ წელს თითქმის, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, რისი მიზეზიც გადასახადების არგადახდა გახდა. დიზაინერების მაქინაციებს მოსამართლემ ”დახვეწილი საგადასახადო თაღლითობა” უწოდა. ახლა დოლჩე და გაბანა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ცდილობენ, მაგრამ თუ მათი დანაშაული დამტკიცდება, მათ ჯარიმის სახით, 470 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ.

ბერი ეკლსტოუნი - 4,2 მილიარდი დოლარი

”ფორმულა1-ის” ხელმძღვანელს ბერი ეკლსტოუნს დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის სასამართლო ქრთამის აღებაში სდებს ბრალს, რის გამოც მას სერიოზული სასჯელი ემუქრება. შეგახსენებთ, რომ ეკლსტოუნი კომპანია Formula One Group-ის 5,3%-იან წილს ფლობს. იგი გარეული იყო კერძო საინვესტიციო ჯგუფის CVC Capital Partners-ის უფლებების გაყიდვაში და ბრალად ედება გერმანელი საინვესტიციო ბანკირისთვის, გერხარდ გრიბოვსკისთვის 45 მილიონი დოლარის მოცულობის ქრთამის მიცემა. გრიბოვსკი უკვე იხდის სასჯელს ამ საქმესთან დაკავშირებით, მას 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ეკლსტოუნის საქმეზე სასამართლო მოსმენა 2014 წელს მიუნხენში გაიმართება.

გლებ ფეტისოვი - 1,4 მილიარდი დოლარი

”ჩემი ბანკის” ყოფილ მფლობელს გლებ ფეტისოვს გამოძიება ბანკის ქონების გაფლანგვაში ადანაშაულებს. 28 თებერვალს ფეტისოვს 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.