მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალები

ამერიკულმა ”ფორბსმა” მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების სია გამოაქვეყნა

ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერი

ასაკი: 60

ქვეყანა: გერმანია

დასაქმების სფერო: პოლიტიკა

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ევროკავშირის ”რკინის ლედი” ყოველ წელს უფრო აძლიერებს საკუთარ გავლენას გლობალურ პოლიტიკაზე. მერკელი აქტიურად ერთვება ტერორისტულ დაჯგუფება ”ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. მის მხრებზე დგას ჯერ კიდევ ძლიერი ევროკავშირის ეკონომიკა, რომლის საერთო ჯამი 17,5 ტრილიონი დოლარია. 2013 წლის დეკემბერში ამომრჩევლებმა ზედიზედ მესამედ აირჩიეს მერკელი, რისი წყალობითაც იგი ევროკავშირის მთავარ პოლიტიკურ ფიგურად იქცა.

ჯანეტ იელენი

ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე

ასაკი: 68

ქვეყანა: აშშ

დასაქმების სფერო: ეკონომიკა

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მსოფლიოს მთავარი საფინანსო რეგულატორის სათავეში მყოფმა პირველმა ქალმა მალევე მოიპოვა გავლენა. იელენის სათავეში მოსვლა აშშ-ში მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისს დაემთხვა, ახლა მისი ამოცანაა დაუბრუნოს ამერიკელ ხალხს ”ამერიკული ოცნების” რწმენა. ოქტომბერში ფედერაციულმა რეზერვმა განაცხადა საკუთარი მზაობის შესახებ, რომელიც ეკონომიკის სტიმულირების პროგრამას ეხება. ეკონომიკური რეგულატორის ბალანსზე უკვე 4,5 ტრილიონი დოლარის ღირებულების აქტივებია, შედარებისთვის ამერიკული მთლიანი შიდა პროდუქტი 16,8 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

დილმა რუსეფი

ბრაზილიის პრეზიდენტი

ასაკი:66

ქვეყანა: ბრაზილია

დასაქმების სფერო: პოლიტიკა

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული, ჰყავს ერთი შვილი

ჯერ კიდევ 2012 წელს გამართულ Forbes Power Women-ის ფორუმზე რუსეფი აცხადებდა, რომ არ აპირებდა კიდევ ერთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. თუმცა, 2014 წლის ოქტომბერში იგი ბრაზილიის ისტორიაში პირველი ქალი გახდა, რომელიც ორჯერ აირჩიეს პრეზიდენტის პოსტზე. ახალი საპრეზიდენტო ვადის მთავარ მიზნებს - ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარება და სამეწარმეო აქტივობის სტიმულირება წარმოადგენს.

ქრისტინ ლაგარდი

ასაკი: 58

ქვეყანა: საფრანგეთი

დასაქმების სფერო: ეკონომიკა

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი, ჰყავს ორი შვილი

იგი ფინანსური ორგანიზაციის, რომლის წევრიც 188 სახელმწიფოა, მმრთველ პოსტზე მყოფი პირველი ქალია. საკუთარი მმართველობის პირველი რამდენიმე წელი ლაგარდმა საფინანსო კრიზისთან ბრძოლას შეალია. სულ ცოტა ხნის წინ, მას კიდევ ერთ კრიზისთან მოუწია შებრძოლება, რომელიც უკრაინაში შექმნილი მძიმე ვითარებით იყო გამოწვეული. მან უკრაინას 17 მილიარდი დოლარის კრედიტი გამოუყო. ლაგარდი აქტიურად იცავს დასაქმებული ქალების უფლებებს. ”ყველა ქვეყანა შეძლებს სახსრების ეკონომიასა და წარმოების გაზრდას, თუკი ქალებს ექნებათ შრომის ბაზარზე წვდომა”, - დარწმუნებულია ლაგარდი. ლაგარდი საფრანგეთში დაიბადა, მუშაობდა იურისტად შრომითი ურთიერთობების სფეროში აშშ-ში, სანამ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის პოსტს დაიკავებდა.

მარგარეტ ჩანი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი

ასაკი: 67

ქვეყანა: ჩინეთი

დასაქმების სფერო: ჯანდაცვა

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, ჰყავს ერთი შვილი

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ეპიდემიას, ებოლას გადააწყდა, რომელმაც უკვე 5 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სექტემბერში მან შექმნილ სიტუაციას ” საზოგადოებრივი, ჰუმანიტარული, ეკონომიკური კრიზისი უწოდა და იგი ნაციონალური უსაფრთხოების საფრთხედ მიიჩნია”. ჩანი ახლა საკუთარი მეორე ვადის შუა პერიოდში იმყოფება და შესაძლოა, სწორედ ებოლა გახდეს გადამწყვეტი მომენტი მის კარიერაში. ჩანი აღიარებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მალავე ვერ შეძლო ”ეპიდემიის მასშტაბების, სირთულის და ყველა რისკის” შეფასება.