კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. ახლობლების ინფორმაციით, ბენდუქიძე გულის უკმარისობით ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში დაიღუპა. ის ცოტა ხნის წინ სამკურნალოდ შვეიცარიაში იმყოფებოდა.