მსოფლიოს ყველაზე დიდი ქველმოქმედები

Facebook Inc-ის დამაარსებელი და გენერალური დირექტორი - ”ჩუქების ფიცის” ქარტიის ერთ-ერთი პირველი ხელმომწერია

ბილ და მელინდა გეიტსები

ქონება:74 მილიარდი დოლარი

ქველმოქმედებაში დახარჯული თანხა: 28 მილიარდი დოლარი

კომპანია Microsoft-ის ფუძემდებელმა და პლანეტის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ე.წ. ”კატალიზური ფილანტროპიის” მოდელი შექმნა. გეიტსის აზრით, ღარიბი ადამიანების გადარჩენის პასუხისმგებლობა ფილანტროპი-კაპიტალისტების მხრებზე დგას- ”ქველმოქმედების მიზანს წარმოადგენს ისეთი მექანიზმის გაშვება, რომელიც აიძულებს ბაზარს, გაჭირვებული ადამიანების სასიკეთოდ იმუშაოს”.

გეიტსების ოჯახის საქველმოქმედო ფონდი გაჭირვებულ ადამიანებს სამედიცინო დახმარებას სთავაზობს, გამოყოფს თანხას აშშ-ში განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და მსოფლიოში სიღარიბის აღმოფხვრისთვის. გეიტსების წყვილი ნამდვილ სიღარიბეს 1993 წელს, აფრიკაში მოგზაურობის დროს გადააწყდა. ბილ გეიტსის მშობლები, განსაკუთრებით, დედა, ასევე აქტიურადაა დაკავებული ქველმოქმედებით.

უორენ ბაფეტი

ქონება: 58,7 მილიარდი დოლარი

ქველმოქმედებაში დახარჯული თანხა: 25 მილიარდი დოლარი

წლების განმავლობაში უორენ ბაფეტი ირწმუნებოდა, რომ მთელ თავის ქონებას ქველმოქმედებაში მხოლოდ სიკვდილის შემდეგ დახარჯავდა. თუმცა, Microsoft-ის ფუძემდებლის გავლენით, შეიცვალა ზრი და ამჟამად, მსოფლიოს ყველაზე დიდ ფილანტროპთა სიაში მოწინავე პოზიციებს იკავებს. დღესდღეისობით, იგი გეიტსების ფონდში რეკორდულ თანხებს რიცხავს. მხოლოდ 2013 წლის ივლისში ბაფეტმა, კომპანია Berkshire Hathaway-ის 17 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა და ქველმოქმედებაში დახარჯა.

ჯორჯ სოროსი

ქონება: 20 მილიარდი დოლარი

ქველმოქმედებაში დახარჯული თანხა: 10 მილიარდი დოლარი

Fund Management LLC -ის ფუძემდებელი და უოლ-სტრიტის ცოცხალი ლეგენდა ”ღია საზოგადოების” მომხრეა. სწორედ მათ შექმნაზე მიდის მილიარდერის თანხები. მაგალითისთვის, სოროსმა 150 მილიონი დოლარი სახელმწიფო სტრუქტურების გამჭვირვალობაში დახარჯა, ხოლო 100 მილიონი - აფროამერიკელებისთვის სოციალური ბარიერების გადალახვას შესწირა. 1979 წლიდან, მან მილიარდი დოლარი ისეთი საჭიროებებისთვის გაიღო, როგორიცაა: კალიფორნიის საავადმყოფოში ნემსების სტერილიზაციიდან დაწყებული რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში ბოშათა სამეცნიერო კვლევით დასრულებული.

მარკ ცუკერბერგი

ქონება: 23,4 მილიარდი დოლარი

ქველმოქმედებაში დახარჯული თანხა: 549 მილიონი დოლარი

Facebook Inc-ის დამაარსებელი და გენერალური დირექტორი - ”ჩუქების ფიცის” ქარტიის ერთ-ერთი პირველი ხელმომწერია. ჯერ კიდევ 2010 წელს, მან პირობა დადო, რომ საკუთარი ქონების ნახევარს ქველმოქმედებაში დახარჯავს. იმავე წელს, ცუკერბერგმა 100 მილიონი დოლარი ქალაქ ნიუ-იორკში უფასო სკოლების განვითარებისთვის გაიღო. 2012 წელს ახალგაზრდა მილიარდერმა გადაწყვიტა, 18 მილიონი დოლარი საქველმოქმედო ფონდ Silicon Valley Community Foundation-ში გადაერიცხა.

უოლტონების ოჯახი

ქონება: 144,4 მილიარდი დოლარი

ქველმოქმედებაში დახარჯული თანხა: $4,6 მილიარდი

ამერიკის შეერთბული შტატების ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ოჯახი აგრძელებს კაპიტალის დაგროვებას და ამასთან, არც ქველმოქმედებას ივიწყებს. Wal-Mart-ის დამაარსებლის ჯიმ უოლტონის ქვრივის, ქრისტი უოლტონის პირადმა კაპიტალმა 2012 წელს მაქსიმუმს მიაღწია, შედეგად ქრისტი ამერიკის ყველაზე მდიდარ ქალად დასახელდა. დედის შემდეგ სიაში, მისი ქალიშვილი ელის უოლტონი მოდის, რომელიც ლეგენდარული ბიზნესმენის მემკვიდრეებს შორის მთავარ ქველმოქმედად მიიჩნევა. 2011 წელს მან ამერიკული ხელოვნების მუზეუმი გახსნა. მუზეუმში, რომელში შესვლაც ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია, მან 1,2 მილიარდი დოლარი დახარჯა.