უორენ ბაფეტის რჩევები ინვესტირების შესახებ

თანამედროვეობის ყველაზე წარმატებული და ცნობილი ინვესტორი უორენ ბაფეტი 84 წლის ასაკშიც აქტიურ საქმიანობას და სხვადასხვა ბიზნესში ინვესტირებას აგრძელებს.

მეოცე საუკუნის ყველაზე წარმატებული ინვესტორის ეკონომიკური პროგნოზები იმდენად ხშირად მართლდება, რომ სამშობლოში მას ”ომაჰელ ჯადოქარს” (ომაჰა - ქალაქი, სადაც უორენ ბაფეტი დაიბადა) უწოდებენ. ბოლო მონაცემებით, უორენ ბაფეტის ქონება 47 მილიარდ დოლარს შეადგენს.

უორენ ბაფეტის რჩევები ინვესტირების შესახებ:

1. ინვესტირებისთვის გენიოსობა არ არის აუცილებელი. ინვესტირება არ არის თამაში, რომელშიც 160 IQ-ის მქონე მოთამაშეები 130 IQ-ის მქონე მოთამაშეებს ამარცხებენ.

2. უმჯობესია შესანიშნავი კომპანიის სამართლიან ფასად შეძენა, ვიდრე სამართლიანი კომპანიის შესანიშნავ ფასად ყიდვა.

3. ნუ იტყვით რომელიმე კომპანიის აქციების შეძენაზე უარს მხოლოდ იმიტომ, რომ ის სხვებს არ მოსწონთ. მაგრამ ნურც ისეთ სფეროში მოახდენთ ინვესტირებას, რომლისაც არაფერი გაგეგებათ. ინვესტირება მომგებიანია იმ ბიზნესში, რომლისთვისაც ალღოს აღება ადვილად შეგიძლიათ.

4. ჩვენთვის საუკეთესო შემთხვევაა, როდესაც დიდი კომპანია დროებითი სირთულეების წინაშე აღმოჩნდება. ეს შესანიშნავი დროა ამ ბიზნესის შესაძენად.

5. გახსოვდეთ, რომ საფონდო ბაზრის კრიზისი დიდხანს არ გასტანს. მე-20 საუკუნეში ამერიკამ გამოიარა ორი მსოფლიო ომი და ბევრი სხვა მძიმე სამხედრო კონფლიქტი, დიდი დეპრესია, რეცესიები, ფინანსური კრიზისი, სანავთობო შოკი, გრიპის ეპიდემია და უუნარო პრეზიდენტის გადადგომა. მიუხედავად ამისა, Dow Jones-ის ინდექსი 66 პუნქტიდან 11 497 პუნქტამდე გაიზარდა.

6. შეიძინეთ ბიზნესი, რომელიც ისეთი აწყობილი და გამართულია, რომ მისი მართვა იდიოტსაც შეუძლია.

7. ნუ მიაქცევთ ყურადღებას პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროგნოზებს, რომელიც ბევრ ინვესტორსა და ბიზნესმენს გზიდან აცდენს. 30-35 წლის წინ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა ვიეტნამთან ომს, საბჭოთა კავშირის დაშლას, ფასებზე შეზღუდვას, დიდ ფინანსურ კრიზისს ამერიკაში. თუმცა, ვერც ერთმა ამ მოვლენამ ვერ დაუსვა წერტილი გონივრულ ფასად ჯანსაღი ბიზნესის შეძენას. პირიქით, საუკეთესო შენაძენებს ყოველთვის მაკროაღელვების ფონზე ვახორციელებდით. შიში - ახირებული ხალხის მტერია, მაგრამ ფუნდამენტალური ანალიზის მოყვარულთა მეგობარია.

8. ფასი და ღირებულება ერთი და იგივე არ არის - დიდი ხნის წინ ბენჯამინ გრეჰემმა მასწავლა, რომ ფასი ის არის, რასაც იხდით, ღირებულება კი, რასაც იღებთ. მნიშვნელობა არა აქვს, რას ეხება საქმე - აქციებს თუ სხვა რამეს. პირადად მე მიყვარს იმ აქტივების შეძენა, როცა ისინი შეუფასებელია.

9. თუ ინვესტირებას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ პესიმიზმი თქვენი მეგობარია, ეიფორია კი დაუძინებელი მტერი.

10. ინვესტიცია ყოველთვის რისკია. ფიქრი იმაზე, რომ აქციების შეძენით მაშინვე გამდიდრდებით, ცოტა არ იყოს საშიშია.

11. ინვესტირების ობიექტის შერჩევისას, ყოველთვის ვკითხულობ კომპანიისა და მისი მთავარი კონკურენტების შესახებ მოხსენებებს - ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, რაც უნდა ვიცოდე.

12. ფული დააბანდეთ ისეთ ბიზნესში, რომელიც გინდათ, რომ 10 წლის შემდეგაც გქონდეთ.

13. ბიზნესისა და ფინანსების სამყაროში სავალი გზა არაპროგნოზირებადი მოსახვევებითაა სავსე. თუ თქვენს გეგმებში ყველაფერი დალაგებულია და ფორსმაჟორები გვერდით გადადეთ, კრახისთვის მზად იყავით.