”თელასი” ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას "ყაზტრანსგაზის” მიერ კაბელების დაზიანებას უკავშირებს

კომპანია ”თელასი” ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას ”ყაზტრანსგაზის” მიერ კაბელების დაზიანებას უკავშირებს. ”თელასის” ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშე წუხელ 4 000-მდე აბონენტი დარჩა.

”დღეს, დილით სამი საათისთვის, კომპანია ”ყაზტრანსგაზმა” სამუშაოს წარმოებისას დააზიანა ”თელასის” კუთვნილი ელექტროენერგიის კაბელები, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შუწყდა ვაშლიჯვრის დასახლებას. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 4 ათასამდე მომხმარებელი. ”თელასის” ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები დაუყოვნებლივ შეუდგნენ დაზიანებული კაბელების აღდგენის სამუშაოებს, რომელიც რამდენიმე საათში დასრულდება და აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება. კომპანია ”თელასი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის”, - ნათქვამია”თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.