Facebook-მა მესინჯერს ვიდეოზარის სერვისი დაამატა

Facebook-ის მომხმარებლებს სმარტფონებიდან მესინჯერით ვიდეოზარის განხორციელების საშუალება აქვთ.

ახალი აპლიკაცია Facebook-მა გუშინ წარადგინა.

საწყის ეტაპზე "ფეისბუქის" ახალი სერვისით სარგებლობა სოციალური ქსელის მომხმარებლებს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში - ბელგიაში, კანადაში, ხორვატიაში, დანიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ირლანდიაში, ლაოსში, ლიტვაში, მექსიკაში, ნიგერიაში, ნორვეგიაში, ომანში, პორტუგალიაში, პოლონეთში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ურუგვაიში - შეეძლებათ. სხვა ქვეყნებში მყოფ მომხმარებელს კი ვიდეოზარით სარგებლობის შესაძლებლობა მომდევნო თვეებში მიეცემა.

მესინჯერმა" Skype-ის, Apple-ის, FaceTime-ისა და Google-ის Hangouts-სთვის კონკურენციის გაწევის მიზნით, კომპიუტერებს შორის ხმოვანი და ვიდეოზარის განხორციელების ფუნქცია წლის დასაწყისში აამოქმედა. მარტში ყოველწლიურ კონფერენციაზე, Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ მესინჯერში კიდევ ერთი ახალი აპლიკაციის დამატება იგეგმება, მაგალითად, თანხის გადარიცხვის აპლიკაციის.