სამუშაო ადგილები, სადაც ადამიანურ რესურსს ტექნოლოგიები ჩაანაცვლებს

ავსტრალიაში სამუშაოს 40 პროცენტს 2025 წლისათვის ტექნოლოგიები შეასრულებს, - ამის შესახებ ავსტრალიის ეკონომიკური განვითარების კომიტეტის ახალ ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტის მიხედვით, დაახლოებით მილიონ სამუშაო ადგილას დიდი ალბათობით მომდევნო ათ წელიწადში შესაძლოა, ადამიანური რესურსი ტექნოლოგიებით ჩანაცვლდეს. ავსტრალიის ეკონომიკური განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელის, სტეფან მარტინის განცხადებით, მსოფლიოში კიდევ ერთი ინდუსტრიული რევოლუციაა მოსალოდნელი და ის არა მხოლოდ დაბალანაზღაურებად, არამედ საშუალო ანაზღაურების სამუშაო ადგილებსაც შეეხება.

"ჩვენი აღმოჩენით, სტომატოლოგები, ინჟინრების ნაწილი და შეიძლება, ითქვას გაზეთის რედაქტორები და ეკონომისტებიც სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან, იმის გამო, რომ ისინი საჭირონი აღარ იქნებიან", - აღნიშნა მარტინმა.

ანგარიშის მიხედვით, ისეთი სამუშაო, რომელიც ნაკლებ შემოქმედობითობას, მობილობასა და სიმარჯვეს მოითხოვს, ყველაზე დიდი რისკის წინაშე დგას. ვინაიდან მსგავს სამუშაოს წლების შემდეგ დიდი ალბათობით ტექნოლოგია შეასრულებს. ტექნოლოგიებმა ნაწილობრივ უკვე ჩაანაცვლა ადამიანური რესურსი წარმოებაში, სოფლის მეურნეობასა და სამთო-მოპოვებით სამუშაოებში.