ბერლინის ოპერაში რობოტმა იმღერა

ბერლინის ოპერაში პირველი სოლისტი რობოტი გამოჩნდა. საოპერო წარმოდგენის "ჩემი რკინის ლედის" დროს სცენაზე რობოტი, სახელად "მიონი" გამოჩნდა. მეცნიერები აღნიშნული რობოტის შექმნაზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

ეს მსოფლიოში საოპერო გამოსვლებში რობოტების მონაწილეობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ხელოვნების პროექტებში რობოტების მონაწილეობით ცნობილია იაპონია, განსაკუთრებით ოსაკას უნივერსიტეტის თეატრალური პროექტი, სადაც რობოტები წარმოდგენების მთავარი მონაწილე გმირები არიან. სხვადასხვა ზომისა და ფუნქციების რობოტების შექმნით იაპონია მსოფლიოში წამყვანი ქვეყანაა.