NASA-მ "დედამიწა 2.0" აღმოაჩინა

ნასაში ახალი დედამიწის აღმოჩენის შესახებ იტყობინებიან.

ნასა აცხადებს, რომ ტელესკოპ "კეპლერის" დახმარებით, ახალი ეკზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც ძალიან ჰგავს დედამიწას. იგი ბრუნავს ვარსკვლავის ირგვლივ, რომელიც პარამეტრებით მზეს მიაგავს.

პლანეტას ისეთი მდებარეობა აქვს, რომ მასზე წყალი თხევად ფორმაში შეიძლება იყოს. პლანეტა დედამიწაზე 60 პროცენტით დიდია, თუმცა, მისი მასა და შემცველობა ჯერჯერობით უცნობია. "ძველი" დედამიწისგან განსხვავებით, ნასას მიერ აღმოჩენილ პლანეტაზე ერთი წელი 385 დღე გრძელდება, მისი ორბიტა კი დედამიწის ორბიტაზე 5 პროცენტით დიდია.

მეცნიერების შეფასებით, ის მზეზე 1,5 მილიარდი წლით უფროსია, მისი ასაკი 6 მილიარდ წელს ითვლის. ვარსკვლავი, რომლის ირგვლივაც პლანეტა ტრიალებს, 20 პროცენტით უფრო კაშკაშა და 10 პროცენტით უფრო მსხვილია, ვიდრე მზე.

ახალაღმოჩენილი პლანეტა გედის თანავარსკვლავედში, დედამიწისგან 1400 მზის სინათლის დაშორებით იმყოფება. ის 1030-ე ეკზოპლანეტაა, რომლის არსებობაც დადასტურდა. ამჟამად ნასა 4696 ციურ სხეულს იკვლევს. ნასას პრესკონფერენციაზე აგრეთვე განაცხადეს, რომ აღმოჩენილია 11 პლანეტა, სადაც ცხოვრება შესაძლებელია.