ობამამ "სუპერკომპიუტერის" შექმნის ბრძანება გასცა

ბარაკ ობამამ ყველაზე სწრაფი კომპიუტერის შექმნის ბრძანება გასცა. აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივა ე.წ სუპერკომპიუტერის შექმნის შესახებ ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში ქვეყნაში ტექნოლოგიურ განვითარებას ისახავს მიზნად. თეთრი სახლის ცნობით, ახალი კომპიუტერი 30-ჯერ უფრო სწრაფი უნდა იყოს დღეს არსებულ ყველაზე სწრაფ კომპიუტერთან შედარებით.

"კონკურენცია ამ სფეროში კვლავ დიდია ეკონომიკური, მეცნიერული და ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით", - წერია თეთრი სახლის განცხადებაში. ობამას დავალების შესასრულებლად მეცნიერები და სამთავრობო უწყებები - ენერგეტიკის დეპარტამენტი, თავდაცვისა და ეროვნული მეცნიერების ფონდი ერთად იმუშავებენ იმისათვის, რათა შექმნან დღის წესრიგი, რომლითაც შემდეგი წლების განმვალობაში იხელმძღვანელებენ.

"სუპერკომპიუტერის" შექმნაზე მუშაობა სავარაუდოდ, მომდვენო ათი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.