Lexus RC F - მანქანა გულისცემით

„ლექსუსის“ ახალი მოდელი მძღოლის გულისცემასთან იქნება დაკავშირებული

Lexus-ის ავსტრალიური წარმომადგენლობის სპეციალისტებმა სპორტული კუპეს RC F-ს ახალი მოდიფიკაცია შეიმუშავეს, რომელსაც მძღოლის გულისცემასთან სინქრონიზაცია შეუძლია. სპეციალური შუქდიოდური პანელების დახმარებით, ავტომობილი ადამიანის გულის რიტმში ნათდება.

Mashable-ს ინფორმაციით, “ლექსუსის“ RC F-ის კუპე უნიკალური ბიომეტრიული ტექნოლოგიით არის აღჭურვილი, რომელსაც შეუძლია მანქანასა და მძღოლს შორის ემოციური და ფიზიკური კავშირის ვიზუალიზაცია მოახდინოს. „ლექსუსმა“ ამ მოდელს უკვე უწოდა „მანქანა გულისცემით“.

პროექტის მიზანი, რომელიც „ლექსუსის“ ავსტრალიურ წარმომადგენლობისა და კრეატიული კომპანია M&C Saatchi-ის ერთობლივი ნამუშევარია, ადამიანის სხეულის მანქანასთან დაკავშირება იყო. კონცეპტ-ქარზე მუშაობა თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ჩვენ ვნახეთ, რა ემართება ადამიანის გულისცემას მგზავრის სავარძელზე მანქანის სწრაფი სიჩქარით მოძრაობის დროს. აქედან გამომდინარე გაგვიჩნდა იდეა, მოგვეხდინა ადამიანის მანქანასთან კავშირის დემონსტრირება“, - განაცხადა კომპანია M&C Saatchi-ის ინოვაციების დირექტორმა ბენ კუპერმა.

პროექტის ავტორთა თქმით, RC F-ის სტანდარტული ფერს ინარჩუნებს დაქოქვამდე. მოძრაობის დროს კი მანქანა მძღოლის გულისცემასთან ერთად ნათდება. მანქანას მძღოლის გულისცემა რადიოსიგნალით გადაეცემა, შემდეგ კი სპეციალურად შემუშავებული ელექტრო-ლაზერული ნივთიერებებით კორპუსის ფერს იცვლის.

RC F-ის სიმძლავრე 477 ცხენის ძალაა, მაქსიმალური სიჩქარე კი 270 კმ/სთ-ში.