სამაჯური, რომელიც მოხუცის ჯანმრთელობას აკონტროლებს

იაპონურმა კომპანია "ტოშიბამ" ასაკოვანი ადამიანებისთვის შექმნილი ე.წ ჭკვიანი სამაჯური წარადგინა. კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინოვაციურ სამაჯურს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი შეუძლია. მოწყობილობა აღჭურვილია კანის ტემპერატურის, პულსის და ულტრაიისფერი გამოსხივების საზომით. ე.წ ჭკვიანი სამაჯური "სმარტფონთან" ერთად მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ადამიანს შორიდან შეუძლია აკონტროლოს მოხუცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოწყობილობის ელემენტები ორ კვირას ძლებს.

"ჭკვიანი სამაჯურების " გაყიდვა აგვისტოს ბოლოს დაიწყება. მისი ღირებულება 192-დან 224 დოლარამდე იქნება.