აუზი, რომელსაც ცაში ააშენებენ

ლონდონის ცაში მალე საცურაო აუზი გამოჩნდება. მშენებლები 10-სართულიანი შენობების შუაში, ჰაერში 25 მეტრი სიგრძის აუზის მშენებლობას გეგმავენ. გამჭვირვალე აუზი სამი მეტრის სიმაღლის, წყლის სიღრმე კი 1,2 მეტრი იქნება. მის აშენებას მშენებლები აკვარიუმის დიზაინერებთან ერთად გეგმავენ.

იმისათვის, რომ აუზი უსაფრთხო იყოს, 20 სანტიმეტრის სისქის მინას გამოიყენებენ. აუზი ძვირიანი აპარტამენტების და "პენტჰაუსების" შუაში იქნება მოქცეული. მის ირგვლივ იქნება ორანჟერეა, სპა და ბარი. აღნიშნული კომპლექსის სტუმრობისთვის მსურველმა 942 572 დოლარი უნდა გადაიხადოს.