მალე უსაფრთხოების კოდების ეპოქა დასრულდება

მალე უსაფრთხოების კოდების ეპოქა დასრულდება. ასეთია ჟურნალ „თაიმის“ ანალიტიკოსების პროგნოზი. ბევრს უჭირს უსაფრთხოების კოდების დამახსოვრება. კომბინაციების მოფიქრება, მერე მისი დამახსოვრება და შემდეგ მისი გამოყენება, ბევრი ადამიანის ტკივილია. თუმცა, ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ გამოსავალი არსებობს და მალე უსაფრთხოების ბიომეტრიული ფორმა კოდებს ჩაანაცვლებს.

კერძოდ, ყველა „სმარტფონი“, კომპიუტერი და ბანკომატიც კი ბიომეტრიულად მხოლოდ თითის ანაბეჭდებით, თვალის მოძრაობით, ან მთლიანი სახის მოძრაობით აღიქვამს მომხმარებლის ვინაობას, რაც საშუალებას იძლევა დავივიწყოთ სხვადასხვა კომბინაციის კოდები. მსგავსი ტექნიკური მოწყობილობები უკვე არსებობს და საკმაოდ წარმატებულად.