ქართველი სტუდენტების გამოგონება - მაჯის საათი უსინათლოთათვის

"ვიზუალითა და ფუნქციებით მესამე საათი წინა ორს სჯობს, მას მუსიკალური ფუნქციაც დაემატა.­ ახლა ვაპირებთ, ჯი-პი-ეის ფუნქციაც დავამატოთ " უსინ­ათლო თუ სადმე დაიკარგება, საათი­ ოჯახის წევრებთან კოორდინატებს გაგზავნის"

ნიკოლოზ სიხარულიძე, თორნიკე ფარცახაშვილი, ნიკოლოზ დონაძე და გივი ბერიძე - ეს ნიჭიერი ახალგაზ­რდები თავისუფალი უნივერსიტეტის მეორე­ კურსის სტუდენტები არიან. სწავლის პარალელურად, უნივერსიტეტის ლაბორატორიაში სხვადასხვა პროექტზე­ მუშაობენ. მაჯის უხმო საათიც სწორედ ამ ლაბორატორიაში შეიქმნა და კონკურსშიც გაიმარჯვა. ახალგაზრდები საათის პირველ მოდელზე ერთი თვე თავაუღებლად შრომობდნენ. პირველი წარმატებით წახალისებულებმა მომდევნო მოდელებიც შექმნეს.

ნიკოლოზ სიხარულიძე: "ვფიქრობდით, უსინათლოებისთვის რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა და მოვიფიქრეთ  - მაჯის უხმო საათი, რითიც სხვების დაუხმარებლად შეძლებენ დროის გაგებას. ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო, უკვე მესამე მოდელი შევქმენით, რომელიც ბევრად სჯობს წინა ორს. პირველ კურსზე ვიყავით, როცა მეგობრ­ებმა ეს პროექტი მოვიფიქრეთ. უსინათლოებისთვის არსებობს ხმოვანი საათები­. თუმცა, ხმაურიან ადგილებში შეიძლება ვერ გაიგონ, რომელი საათია. ამიტომ­ შევქმენით მაჯის საათი ვიბრაციის ფუნქც­იით. პირველ მოდელს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე. ვიზუალითა და ფუნქციებით მესამე წინა ორს ჯობია, მას მუსიკალური ფუნქციაც დაემატა.­ ახლა ვაპირებთ, ჯი-პი-ეის ფუნქციაც დავამატოთ -  უსინ­ათლო თუ სადმე დაიკარგება, საათი­ ოჯახის წევრებთან კოორდინატებს გაგზავნის."

თორნიკე ფარცახაშვილი:

უსინათლო საათის კორპუსს ხელით შეეხება­ და ვიბრაციით გაიგებს, რომელი საათია­. მაგალითად, 3:25 საათია. ჯერ საათი ოთხჯერ ვიბრირებს, ანუ საათს ითვლის, შემდეგ წუთებს... 25 წუთის დათვლა მოუხერხებელია და ამდენად, ერთი ვიბრაცია 5 წუთის მანიშნებელია. შესაბამისად, 5 ვიბრაცია 25 წუთის აღმნიშვნელია.

- რა დაჯდა მისი შექმნა?

- პირველი საათის შექმნა 30 ლარი დაგვიჯდა. მასალებს ლაბორატორია საზ­ღვარგარეთიდან იწერს, საქართველოში მას ნაკლებად ან თითქმის არ აწარმოებენ.­ საჭირო მასალა 3D პრინტერის

მეშვეობით დავამზადეთ. გამოვიყენეთ სილიკონი, რეზინი, პლასტმასი. ჯერ სქემა შევქმენით და შემდეგ დავაპროექტეთ. პირვე­ლი მოდელის აწყობა ძვირი დაჯდა. თუ მოთხოვნა იქნება და ბევრს დავამზადებთ, გაიაფდება. მუსიკალური ფუნქციის დამატება ცოტას გააძვირებს.

- უკვე შესთავაზეთ ვინმეს?

- ჯერ არა. ელემენტი მალე ჯდება და ჯერ უნდა დავხვეწოთ, რომ ნაკლები­ ენერგია მოიხმაროს. მისი დატვირთვა ტელეფონის მსგავსად არის შესაძლებელი. საათს­ დროის გასწორების ფუნქციაც აქვს. ვაპირებთ ისე დავხვეწოთ, რომ ახალი­ წლიდან ფართო საზოგადოებას გავა­ცნოთ. დატვირთული სასწავლო გრაფიკი გვაქვს და საათზე მუშაობას მხოლოდ თავისუფალ დროს ვახერხებთ.

- ვიცი, რომ თქვენმა პროექტმა კონკურსში გაიმარჯვა.

- ორჯერ გავიმარჯვეთ... "უნიჰაკი"­ სტუდენტების მიერ შექმნი­ლი ორგანიზა­ციაა, რომელშიც ახალგაზრდა პროგ­რამი­სტები­, დიზაინერები და გამომგონებლები მონაწილეობენ. კონკურსის მიხედვით, ყველა მონაწილე 48 საათის განმავლობაში ერთ შენობაში იმყოფება და პროექტზე მუშაობს. შემდეგ ყველა თავის­ ნამუშევარს ჟიურის წარუდგენს.

მარი ჯავახიშვილი