საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო სტარტაპების შერჩევას იწყებს

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ბიზნეს აქსელერატორ TURN8-თან ერთად, იწყებს სტარტაპების შერჩევას აქსელერაციის მე-6 რაუნდისთვის.

სააგენტოს მიზანია განხორციელდეს ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობის ხელშეწყობა, მაღალი პოტენციალის მქონე ტექნოლოგიური "სტარტაპების" აღმოჩენა და მათი განვითარება.

კვირას, 13 სექტემბერს, მობილური და ვებ აპლიკაციების ინოვაციურ ლაბორატორია ჯეოლაბში გაიმართება კონკურსი ე.წ. “ფიჩინგში”, რომლის საფუძველზეც აქსელერატორის CEO, ბატონი კამალ ჰასანი და სპეციალური ჟიური შეარჩევს საუკეთესო გუნდებს. შერჩეული გუნდები მიიღებენ ინვესტიციას $30,000 დოლარამდე ოდენობით და გაემგზავრებიან ქ. დუბაიში, ბიზნეს აქსელერატორის 4-თვიან პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სადაც ისინი საკუთარ ბიზნეს მოდელს და პროდუქტს განავითარებენ.

აქსელერატორის პროგრამა სტარტს აიღებს 2016 წლის თებერვლიდან და მის დასასრულს გუნდები ინვესტორების წინაშე წარსდგებიან.

გუნდების რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონკურსის ოფიციალურ გვერდზე. რეგისტრაციისათვის გუნდმა უნდა წარმოადგინოს მოკლე ინფორმაცია გუნდის წევრებისა და მათი ბიზნეს იდეის შესახებ.

სააგენტოს მიზანია განხორციელდეს ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობის ხელშეწყობა, მაღალი პოტენციალის მქონე ტექნოლოგიური "სტარტაპების" აღმოჩენა და მათი განვითარება.