Apple  სმარტფონით ფულის გადარიცხვის სისტემის შექმნაზე მუშაობს

ამერიკული კორპორაცია Apple ბანკებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალი საგადასახადო სისტემის აპლიკაციის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ფული პირდაპირ სმარტფონიდან გადარიცხოს.

ექსპერტთა განცხადებით, Apple-ის ახალი სისტემა კონკურენციას გაუწევს „ფეიფალს“. „ბიბისის“ ცნობით, ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ცოტა ხანში ფეიფალის აქციები 2%-ით დაეცა.

ახალ საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით, ამერიკული კორპორაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს ისეთ ბანკებთან, როგორიცაა J.P. Morgan Chase, Wells Fargo და U.S. Bancorp.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ამერიკული კორპორაციის ახალი სერვისი დაკავშირებული იქნება Apple Pay-სთან - მობილური გადახდების სისტემასთან, რომელიც კომპანიამ 2014 წელს მაღაზიებსა და ონლაინ შეძენების დროს უკონტაქტო გადახდებისთვის ჩაუშვა.

„ბიბისის“ ცნობით, Apple-ის ახალი სერვისი შესაძლოა 2016 წელს გამოჩნდეს.